| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N23 სკოლაში კონფერენცია - „ფრანგული ენა-შესაძლებლობების პლატფორმა“ გაიმართა.
„უმნიშვნელოვანესი დღე ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის ისტორიაში :
2020 წლის, 5 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია"ფრანგული ენა-შესაძლებლობების პლატფორმა".
კონფერენციის მიზანი იყო იმ საგანმანათლებლო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, რომელთაც დაგეგმეს და განახორციელეს ფრანგული ენის სწავლება. ასევე, ახალი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ფრანგული ენის სწავლებით ან ახორციელებენ ფრანგულენოვანი კადრების დასაქმებას.
აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სრული ფინანსური მხარდაჭერით. ინიციატივას მხარს უჭერდა საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
კონფერენციის საპატიო სტუმრები იყვნენ :
ეკატერინე დგებუაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
დიეგო კოლასი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში ;
პიერ კლუე - ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი;
ბერიკა შუკაკიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო ორგანიზაციების მომხსენებლებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეოები
აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც ამჯერად, განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ დაადასტურა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ