| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა სალომე ჯოლოხავამ წარმატებით დაძლია წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებელი გარე დაკვირვება.
„გახარებული ვარ. დამიფასდა შრომა. ბევრი უძილო ღამეა ამ წარმატების მიღმა. ისეთ პედკოლექტივში მომიწია ყოფნა, სადაც უფლება არ გაქვს არ გაიზარდო როგორც მასწავლებელი. როცა მოსწავლეები შემოგყურებენ გაფართოებული თვალებით, უფლება არ გაქვს პედაგოგს მიხვიდე მათთან ხელცარიელი. დაკვირვების გაკვეთილი დისტანციურად ჩავატარე და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, თუმცა ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, რაც აუცილებლად მომცემს სტიმულს - კიდევ მეტი გავაკეთო ჩემი მოსწავლეების საკეთილდღეოდ“, - ამბობს სალომე ჯოლოხავა.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ცისანა რატიამ სალომე ჯოლოხავა დაახასიათა როგორც მონდომებული, შრომისმოყვარე პედაგოგი. თან დასძინა, რომ სკოლაში ორი წლის განმავლობაში უკვე ათმა პედაგოგმა გაიარა გარე დაკვირვება და ყველამ წარმატებით.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას