| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა - სვიმონ ოხანაშვილი-(ფიზიკის მასწავლებელი), ნინო ჯავშანაშვილი -(მათემატიკის პედაგოგი) და ლია სუხოშვილ-მოსიაშვილი (სკოლის დირექტორი ბიოლოგიის პედაგოგი) გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა, 4 კრედიტი მიენიჭა და სტატუსის ცვლილებას ელოდება.
„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას კარიერულ საქმიანობაში. რადგან პედაგოგის წარმატება და კარიერული წინსვლა არის სკოლის წარმატება. საამაყოა, როდესაც სკოლას ჰყავს 5 წამყვანი მასწავლებელი, ორმა მასწავლებელმა წინა სასწავლო წელს მიიღო ეს სტატუსი: ნანა ოხანაშვილი (მუსიკახელოვნების მასწავლებელი) და ეკა ჯავახიშვილი (ისტორიის მასწავლებელი)“,-ნათქვამია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას