სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 სკოლის მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში გამართულ ვებინარში მონაწილეობდნენ
03-12-2020
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართულ ვებინარში მიიღეს მონაწილეობა. ვებინარს უძღვებოდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი თამთა ჩეჩეშალშვილი.

„საუცხოო არჩევანი გააკეთა სკოლამ მაკა კაჭკაჭიშვილის N21 საჯარო სკოლაში დასაქმებით, როგორც ფასეულობებით, ასევე პროფესიული თვალსაზრისითაც, სიღრმისეული ცოდნით, შეუძლია გუნდური მუშაობა და სასარგებლო თანამშრომლობა. იგი კრეატიული გოგონაა, მისი ხელმძღვანელობით სსიპ - ქალაქ ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართულ ვებინარში მიიღეს მონაწილეობა.

ვებინარს უძღვებოდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი თამთა ჩეჩეშალშვილი.

ომბუდსმენის წარმომადგენელმა ისაუბრა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლსა და აპარატის ფუნქციებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში.

მოწვეულმა სტუმარმა და მე-10 კლასის მოსწავლეებმა განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები. მათ შორის: იძულებით და ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი უარყოფით შედეგები, ადრეულ ასაკში ქორწინების გამოწვევი მიმიზები და გადაჭრის გზები.

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ.

შეხვედრაზე, აგრეთვე, განხილული იყო ოჯახური ძალადობა და ძალადობისგან თავის დაცვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მექანიზმები.

მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია, ვის და როგორ უნდა დაუკავშირდნენ, თუკი ძალადობის ფაქტს შესახებ ექნებათ ინფორმაცია.

ვებინარის მონაწილეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. გამოიკვეთა თემები, რომელთა შესახებაც დაიგეგმება მომდევნო შეხვედრები.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მიმდინარე კვირაში დაგეგმილია მოსწავლეთა შეხვედრები ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წარმომადგენლებთან“,-წერს დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება