TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ონლაინ პროექტში -„იაკობის კვალდაკვალ“ მონაწილეობდნენ
03-12-2020
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ონლაინ პროექტში „იაკობის კვალდაკვალ“ მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში მუსიკის მასწავლებლებმა ეკატერინე ალავიძემ, რიმა კუნჭულიამ და ნათია ეგუტიძემ შეასრულეს ქართული სიმღერა „რერო“.

2020 წლის 29 ნოემბერს გაიმართა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ემიგრაციაში - მსოფლიოს ქართული საკვირაო სკოლების პირველი კოლაბორაციული, ერთობლივი, გუნდური, ონლაინ პროექტის „იაკობის კვალდაკვალ“ დასკვნითი ეტაპი. ღონისძიება შედგა პლატფორმა „ზუმში“ და მას ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 100 თანამემამულე. ღონისძიება გახსნეს ასოციაციის დამფუძნებლებმა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა, ირინე ჯგერენაიამ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ამერიკაში მცხოვრებმა მოსწავლემ გიორგი შუბითიძემ. ღონისძიებაში მონაწილებდნენ შემდეგი გუნდები:

  1. ანტვერპენი (მანანა ხორბალაძე)- თბილისი (ქეთი ცხოვრებაშვილი);
  2. ისრაელი (ფიქრია ლეჟავა)—თბილისი (ნინო ნინოშვილი);
  3. ამერიკა (ირმა გვაზავა);
  4. მილანი (მაკა გიგიაძე)- სენაკი (ლუარა ჯიქია);
  5. მადრიდი (თეა ქურხული)-ვენა (თინათინ ზამბახიძე, სალომე სალაძე);
  6. ბარსელონა (არქიმანდრიტი ლუკა Ფალავანდიშვილი)-

გრაცი (რუსა ზაზაშვილი, ნანა შაბურიშვილი)- ტულუზა (მარიამ ბაზიერიშვილი).

ონლაინ პროექტის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ავსტრიაში ქალბატონი მარიამ შუბაუსი.

„წერილი იაკობს!“ - წაიკითხეს შემდეგმა მონაწილეებმა:

ამერიკა-(რუსუდან გალდავა);

მაია მანჯგალაძე—ამერიკა

ლონდონი-(ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი); ირლანდია-(ანელი აწკარუნაშვილი); საფრანგეთი-(თამარ ხეცაძე); კანადა-(ნუნუ ღურჭუმელაძე) ბარსელონა-(დემნა ამაღლობელი).

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგი მედეია ადეიშვილი, ხოლო მუსიკის მასწავლებლებმა ეკატერინე ალავიძემ, რიმა კუნჭულიამ და ნათია ეგუტიძემ შეასრულეს ქართული სიმღერა „რერო“.

„ღონისძიების სტუმრები გახლდათ საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ავსტრიაში მარიამ შუბაუსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების კოორდინატორი და ახალი სკოლის მოდელის ექსპერტი ნიკოლოზ სილაგაძე, ჟურნალისტი ია ჯღარკავა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი სოფო გეგეჭკორი. დღე იყო ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური. მსოფლიოში მცხოვრებ ქართველთა მქუხარე ტაში და აღტაცებული ოვაციები დაიმსახურეს პატარა ქართველებმა, რომლებმაც დიდი სიყვარულით ისაუბრეს სამშობლოზე, იაკობ გოგებაშვილზე და თავიანთი ნიჭიერება გაუზიარეს მსოფლიოს თანატოლებს, დაიპყრეს ეროვნული და საერთაშორისო სივრცეები, არამარტო გააოცეს საზოგადოება არამედ სიხარულის ცრემლი გამოიწვიეს კრეატიულად განხორციელებული აქტივობებით და ქართული სულისკვეთებით. ღონისძიების ბოლოს ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ირინე ჯგერენაიამ ელექტრონული სერთიფიკატები გადასცა საკვირაო სკოლებს, მათ მოსწავლეებს, ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს და მშობლებს. მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ Tia Georgia - არ დაიღლება მადლობა გადაუხადოს ღონისძიების ყველა მონაწილეს, პროექტის „იაკობის კვალდაკვალ“ ხელშეწყობის, თანადგომის, ორგანიზების, ერთსულოვნების, ეფექტური გუნდური მუშაობისა და გაზიარებული პასუხისმგებლობით წარმატებით განხორციელებაში“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება

პირველკლასელთა ასაკის ცვლილების საკითხს პარლამენტი განიხილავს

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

პროექტზე მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაიმდიდრეს ცოდნა და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს

მე-9² და მე-9⁴ კლასებში, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველები“

ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით

პრემიის მიზანია გამორჩეული მამაკაცების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება