სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშობელი, დამრიგებელი, დირექცია - ეს რგოლი თუ გაწყდა, გაკვეთილი ვერ შედგება“ - კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე
02-12-2020
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაში გაკვეთილები დისტანციურად ტარდება. დირექტორის, არჩილ პაქსაძის თქმით, დამრიგებლებმა შეუძლებელი გააკეთეს და მოსწავლეები აქტიურად ჩართეს სასწავლო პროცესში.

„გავართვით თავი ამ გამოწვევას, მაგრამ ამის მიუხედავად, ბავშვები მეცოდებიან იმ კუთხით, რომ ვირტუალურ გარემოში გაკვეთილი სულ სხვაა და კლასში სულ სხვა. არ შეიძლება შედარება.

საგაკვეთილო პროცესის გასაუმჯობესებლად ონლაინ სიტუაციით გავაკეთეთ საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გულისხმობს შემდეგს - ორი პედაგოგი გახდა პასუხისმგებელი I-VII კლასების მშობლებთან კომუნიკაციაზე, რომ ჩართულობა იყოს მშობლების და ორი პედაგოგი - დანარჩენი მაღალი კლასის მშობლებთან კომუნიკაციაზე. ეს ძალიან დაგვეხმარა.

მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართული ონლაინ გაკვეთილებში და თუ რაიმე ხარვეზი დაფიქსირდა, თავად მშობლები რეკავენ ჩვენთან. ვფიქრობ, კარგ შედეგზე გავალთ.

დამრიგებლები ყოველი კვირის ბოლოს მაწვდიან ინფორმაციას, თუ რამე ხარვეზია.

მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიციური პედაგოგები მყავს, მათ დამატებით კიდევ იგრძენს ის, რომ გაკვეთილები მხოლოდ ბავშვებს არ უტარდებათ, არამედ მშობლებიც ესწრებიან და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ყველაფერს.

ჩემი მთავარი მიზანი იყო, არც ერთი მომენტი არ გაგვპარვოდა და სრულყოფილად ჩაგვეტარებინა გაკვეთილები.

აუცილებელია კომუნიკაცია მშობელთან - მშობელი, დამრიგებელი, დირექცია. ეს რგოლი თუ გაწყდა, გაკვეთილი ვერ შედგება“,-აღნიშნავს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება