სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ინტერნეტ - რესურსებს​ სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოვიყენებთ“-ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ძირკვაძე
30-11-2020
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ​ ტუნაძეების საჯარო სკოლა კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ​ ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ძირკვაძე დისტანციური სწავლების გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ წინა სასწავლო წელთან შედარებით სასწავლო პროცესი მეტად გამართულია, მაგრამ სოფელში ინტერნეტის სერიოზული პრობლემაა, რაც ონლაინ გაკვეთილებს ხელს უშლის. 

„რა თქმა უნდა მაშინდელი სიტუაცია სულ სხვა იყო და ახლა სულ სხვა სურათი გვაქვს, ბავშვები და პედაგოგები დაეუფლნენ ტექნოლოგიებს და პროცესი უფრო გამართულია, მაგრამ სოფელში ინტერნეტის სერიოზული პრობლემა გვაქვს, რაც ონლაინ გაკვეთილების პროცესს ხელს უშლის.

ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს, სულ რომ გადავდოთ პროცესი, კატასტროფას ნიშნავს და რასაც ვაკეთებთ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის. მთლიანად რომ გადაიდოს პროცესი და ველოდოთ პანდემიის ჩავლას, უარესია.

უნდა ვთქვა, სერიოზული პრობლემა გვაქვს, როცა ერთდროულად იწყება გაკვეთილი ოჯახში, სადაც 4 და 5 ბავშვია. ყველას არ აქვს ტელეფონი, ამიტომ გვიწევს გაკვეთილის გადადება და მოგვიანებით ჩატარება. ამის გამო გაკვეთილები საღამომდე გრძელდება.

ინტერნეტ -რესურსებს​ სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოვიყენებთ. მაგალითად, საღამოს, მოსწავლეს რომ რაიმე შეკითხვა გაუჩნდეს. გარდა ამისა, როცა მაღალმთიან რეგიონში ცუდი ამინდი და ქარბუქია ონლაინ ჩავრთავთ მოსწავლეებს. ასეთ დროს ბავშვისთვის საფრთხის შექმნას სჯობს ონლაინ გაკვეთილები ჩატარდეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება