| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პანდემიური ვითარების გამო სკოლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილი კი საკლასო ოთახებში განაგრძობს სწავლას. რა ვითარებაა ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში, სადაც მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში უტარდებათ? არის თუ არა სირთულეები? გასულ სასწავლო წელთან შედარებით რამდენად დაიხვეწა დისტანციური სწავლება? - ამ თემებზე დირექტორები გვესაუბრებიან:
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აბაშიძე:
„გაზაფხულის დისტანციურ სწავლებასთან შედარებით სწავლების ხარისხი უკეთესია, მაგრამ მაინც პრობლემებია ინტერნეტთან დაკავშირებით. დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ბავშვები უყურადღებოდ არ დაგვრჩნენ, არის მომენტი, როდესაც ბავშვებთან ინდივიდუალურად გვიწევს დაკავშირება.
მომავალში, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ინტერნეტ სწავლების გამოყენებაზე ალბათ გვექნება მითითება და კარგიც იქნება, მოსწავლე საჭიროების შემთვევაში ჩაერთვება გაკვეთილში“.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ მარკოიძე:
„დისტანციური სწავლება კარგად მიმდინარეობს, დროულად ტარდება გაკვეთილები. გასულ სასწავლო წელთან შედარებით ის შეიცვალა, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები შეჩვეულები არ იყვნენ და ახლა გააუმჯობეს. მე ვურჩევდი სხვა დირექტორებს, საქმე რომ გაუიოლდეთ, მშობლებთან ყოველდღიური კონტაქტია საჭირო და მშობლები უნდა იყვნენ ჩართული ყველა საქმეში. თუ საჭიროება იქნება, მომავალშიც გამოვიყენებთ ინტერნეტრესურსებს. იმედია, მშვიდობიანად იქნება ყველაფერი და სამომავლოდ არ დაგვჭირდება ონლაინ გაკვეთილების ჩატარება“.
ხულოს მუნიციპალიტეტეტის სოფელ დიაკონიძეების საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ სოლომონიძე:
„ჩვენთან სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, პედაგოგები „თიმსით“ უკავშირდებიან მოსწავლეებს. გასულ სასწავლო წელს რომ შევადაროთ, სისტემა ჩამოყალიბდა, ყველამ იცის თავისი გასაკეთებელი საქმე. ისე კი მე ერთ რამეს გეტყვით, ყველაზე კარგია ბავშვი რომ მერხთან ზის, ეს იქნება ყველაზე კარგი. იმედია, მალე ტრადიციულ გაკვეთილს ჩავუტარებთ“.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია
„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ყველას უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის მიღებით გამოწვეული დიდი სიხარულის გაზიარებისთვის!“