| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის N1 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის დირექტორის, ქეთევან მერაბიშვილის თქმით, სკოლის პედაგოგები სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველა რესურსს იყენებენ.
„მარნეულის N1 საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს, Microsoft Teams-ს, ტელესკოლას, „მესენჯერს“, „იმეილს“ და ა.შ. დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით სკოლის პედაგოგები ეტაპობრივად გადიან ტრენინგებს და სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველა რესურსს იყენებენ. წინა წელთან შედარებით გამარტივებულია დისტანციური სწავლება, რადგან კარგი გამოცდილება აქვთ როგორც მოსწავლეებს ასევე პედაგოგებს. 25 ნოემბერს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით დაწყებითი კლასების პედაგოგებს წარმატებით ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგი“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი