სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თლუღის საჯარო სკოლის პედაგოგები კომპლექსური დავალებების მნიშვნელობაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ
25-11-2020
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თლუღის საჯარო სკოლის პედაგოგები კომპლექსური დავალებების მნიშვნელობაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ. რა დატვირთვა აქვს „ახალი სკოლის მოდელს“, გაეცანით პედაგოგების ინფორმაციას:

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის პედაგოგები დიდი ინტერესით ვეკიდებით  ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საკითხებს და მისი დანერგვის პროცესს, რასაც წარმოადგენს „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტი.  მართალია, ჩვენი სკოლა ამ ეტაპზე არ არის „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების სიაში, მაგრამ ყველა სკოლის დირექტორებს  და  მასწავლებლებს გვაქვს შესაძლებლობა, ჩავერთოთ „ახალი სკოლის მოდელის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებში საგნობრივი და ლიდერობის მიმართულებით.

ასევე შეგვიძლია დავნერგოთ სკოლებში კომპლექსური დავალებებით სწავლება. კომპლექსური დავალებებით სწავლება მოსწავლეს აუმაღლებს მოტივაციას სწავლის მიმართ, რადგან მან თავის ცოდნა უნდა დაადასტუროს თავის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტით, მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი თავის ნაცნობ ცხოვრებისეულ კონტექსტში, გააკეთოს პრეზენტაცია, დაუკვირდეს თავის მიერ დავალების შესრულების გზას და ხერხებს, გაანალიზოს, რისი გაკეთება შეძლო, რა შეეძლო და როგორ შეუძლია დაგეგმოს მომავალში თავის სწავლის პროცესი. მასწავლებელი სწავლის პროცესში უნდა იქცეს მოსწავლის ერთგულ მეგზურად და მრჩევლად, რათა განსაზღვროს რა დახმარება სჭირდება მოსწავლეს და რა შეუძლია შესთავაზოს მას.

მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა, აქცენტი გააკეთოს სიღრმისეულ ცოდნაზე და არა საკითხების დასწავლაზე. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალებებით სწავლება სახალისო პროცესია იმ თვალსაზრისით, რომ მას შეუძლია თავი წარმოიდგონოს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების თანამონაწილედ, ლიტერატურული ნაწარმოებების გმირად, გახდეს სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, გამომგონებელი, მათემატიკოსი და მრავალი სხვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლემ უნდა შეასრულოს კომპლექსური დავალება და წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება ეძლევა, რაც კიდევ უფრო განავითარებს მის უნარებს, აუმაღლებს მოტივაციას, გაუღრმავებს ცოდნას, განუმტკიცებს საკუთარი თავის რწმენას და შემატებს დამაჯერებლობას. ეს ყველაფერი კი იმის საწინდარია, რომ საბოლოოდ ჰარმონიულად განვითარებულ თაობებს მივიღებთ“,-აღნიშნავენ პედაგოგები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებელს, რომელსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება, საგაკვეთილო საათები ძველი წესით აუნაზღაურდება

საბავშვო ბაღის პერსონალი შეიძლება კლასტერებად დაიყოს - ახალი სტანდარტის დეტალები

ვისთვის სრულდება რეგისტრაცია 25 აპრილს - NAEC შეგახსენებთ

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო სახე

ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებში ქართული ენის სიყვარულის გაღვივება
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება