| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პანდემიის მიუხედავად, აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლა ჩვეულ, აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს. შეძლებისდაგვარად, სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა პროექტი.
დამრიგებელმა ავლორა ასლანიკაშვილმა კლასის საათი ჩაატარა VIIბ კლასში თემაზე „არა ძალადობას, არა ბულინგს“, ასევე კლასის საათი ჩატარდა VI კლასში თემაზე - „არა ძალადობას, მოძალადე მსხვერპლია“ (მასწავლებელი ლეილა ჯიშკარიანი); IIIა კლასში კლასის საათი ჩატარდა თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!“ (დამრიგებელი ია კინწურაშვილი); „ბულინგი - ჩაგვრა არის...“ - IV ბ კლასი (დამრიგებელი მარიზა კინწურაშვილი); კლასის საათი - VIIIბ კლასში თემაზე „ბულინგი - რასობრივი ბულინგი“ (დამრიგებელი ეთერი ქუთათელაძე).
„ყოჩაღ, ბავშვებო! რა კარგები ხართ! მადლობა თქვენ და მასწავლებლებს ასეთი შინაარსიანი კლასის საათის ჩატარებისთვის, რომ ამ ექსტრემალურ პირობებშიც კი ახერხებთ აქტუალურ თემებზე, საინტერესო აქტივობების და პროექტების განხორციელებას“ - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ნუნუ მანაგაძე ხონის N2 საჯარო სკოლაში ბოლო დროს განხორციელებულ ღონისძიებებს.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი