| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებებით შეხვდა. სკოლის ეზოში დაიგო ასფალტი, დაიდგა ახალი ჭიშკარი, აშენდა გათბობის საქვაბე.
სკოლის შენობაში აშენდა და მოპირკეთდა საპირფარეშო, ორივე სართულზე დამონტაჟდა გათბობის სისტემა და განახლებული სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა ყველა საკლასო ოთახი. კაპიტალურად გარემონტდა 6 საკლასო ოთახი მეორე სართულზე.
„გაუმჯობესებული სასწავლო გარემო ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევას, რის წინაშეც კორონავირუსის პანდემიამ დაგვაყენა. საკლასო ოთახების რემონტი სკოლის სახსრებით ჩატარდა, ხოლო გათბობის სისტემისა და სასკოლო ინვენტარისა და ავეჯის თანხა შემოწირულობის სახით საზღვარგარეთ მოღვაწე ზაკელმა ბიზნესმენებმა გაიღეს, რისთვისაც მთელი სოფლის სახელით მათ მადლობას ვუხდი“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ვარდუჰი მკრტჩიანი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი