სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თლუღის საჯარო სკოლის დირექცია ისტორიის მასწავლებელ ფიქრია მუსერიძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
24-11-2020
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თლუღის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ფიქრია მუსერიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. პედაგოგმა გაკვეთილი დისტანციურად ჩაატარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, საკუთარი და მოსწავლის ცოდნა და უნარ-ჩვევები კარგად წარმოეჩინა.

სკოლის დირექცია ფიქრია მუსერიძეზე გვიამბობს:

„მასწავლებლის და სკოლის უპირველესი საზრუნავი მოსწავლეა. თითოეული მოსწავლის წარმატება და მისთვის ხარისხიანი ცოდნის მიწოდება კი – უშუალოდ მასწავლებელზეა დამოკიდებული.

მინდა, ძალიან მოკლედ, გიამბოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ფიქრია მუსერიძის წარმატების შესახებ. იგი თავისი შრომისმოყვარეობის, კეთილსინდისიერების, მიზანდასახულობის, თანამედროვე ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობის საფუძველზე ჩატარებული საინტერესო გაკვეთილებით იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, რაც სწავლის ხარისხის გაუმჯობესების პირველი ხელშემწყობია. ფიქრია მასწავლებლის დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით არაერთ მოსწავლეს მიუღწევია წარმატებისათვის სხვადასხვა კონკურსებში, კონფერენციებში და შემეცნებით პროექტებში მონაწილეობისას. იგი, როგორც ისტორიის ექსპერტი, ნაყოფიერად უძღვება რაჭა–ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრებს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ისტორიის მიმართულებით.

პანდემიის პირობებში სკოლა და მასწავლებელი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ფიქრია მასწავლებელმა, როგორც ყოველთვის, აქაც სათანადოდ შემართულმა და მობილიზებულმა გამოამჟღავნა მზაობა ყველანაირი სიახლისათვის. დისტანციური სასწავლო პროცესი დახვეწა და წარმართა იმდენად ხარისხიანად, რომ გარე დაკვირვების გაკვეთილი (ისტორია მე–8 კლასში), რომელიც სწავლების დასწრებული ფორმისთვის იყო განსაზღვრული წარმატებით ჩაატარა დისტანციური სწავლების ფორმით.

ვფიქრობ, ონლაინ გაკვეთილის ჩატრებისას არ არის ადვილი საკუთარი თავი და მოსწავლე ისეთი წარმოაჩინო, როგორიც სინამდვილეშია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლასში, რომელშიც გარე დაკვირვების ონლაინ გაკვეთილი ჩატარდა, მხოლოდ ერთი მოსწავლეა. მან წარმატებით გაართვა თავი დისტანციური გაკვეთილის გამოწვევებს, აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში და საკმაოდ კარგად გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა და ფიქრია მასწავლებელმა 4 კრედიტი მიიღო, რაც  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა.

თლუღის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ ფიქრია მასწავლებელს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში“,-წერია თლუღის საჯარო სკოლის დირექციის წერილში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება