სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ შეგვიძლია ლამაზად ლექსის წაკითხვა“ - ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ლიტერატურულ კონკურსზე თავი გამოიჩინეს
24-11-2020
-
+


„ჩვენ შეგვიძლია ლამაზად ლექსის წაკითხვა“ - მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 კლასელები ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდნენ. მათ იმდენად კარგად წარმოაჩინეს თავი, რომ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა რთული იყო, ამიტომ ჟიურიმ - სკოლის დირექტორმა მალხაზ წირღვავამ ყველა მოსწავლე დაასახელა გამარჯვებულად.

აქვე, მე-4 კლასელებმა, კლასის ხელმძღვანელ ნინო დანელიასთან ერთად, სკოლის დირექტორს პროფესიული წინსვლა და გარე დაკვირვების წარმატებით გავლა მიულოცეს.

„პირველ სურათზე ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები და მათი წარმატებული დერექტორი არიან,რომლისგანაც მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს,წინა კვირას.მან სულ რამდენიმე დღის წინ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სულ მალე წამყვანი მასწავლებელი გახდება,მე-4 -ე კლასის სახელით,ვულოცავთ ამ ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯს კარიერულ საფეხურზე.

ანანო IV კლასის მოსწავლეა,ის მუხლმოდრეკილი გრააალს ევედრება საყვარელ ადამიანებს მძაფრი ქარტეხილი აარიდოს.თამარი ყმაწვილთან ერთად იის სურნელებით გაბრუებულ პეპელას დასდევს დასაჭერად.მარიამი სიყვარულს უმღერის მთელი გრძნობით,მას ყველა უყვარს.ანასტასია  მთელი ემოციით პატივს მიაგებს 300 არაგველის ხსოვნას,ომახიანად გადმოსცემს "ბებერი კრწანისის" აბრდღვიალებას.თათიას  ცოტნე დადიანივით აწვალებს  მამულულის სიყვარული. მათ მიიღეს მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში "ჩვენ შეგვიძლია ლამაზად ლექსის წაკითხვა",მონაწილეობა.სადაც პირველი და მეორე ადგილზე გასულები უნდა გამოვლენილიყო,ჟიურიმ-სკოლის დირექტორმა ბატონ მალხაზ წირღვავამ,ყველა დაასახელა გამარჯვებულად ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე რომ ყველა მოსწავლე დამეჯილდოვებინა.მადლობა მათ რომ ასეთი კარგები და მონდომებულები არიან“,-აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი ნინო დანელია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება