| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მთვარისა ახვლედიანმა ტოლერანტობის დღე ყველას თვითიზოლაციიდან, დამაფიქრებელი ჩანახატით მიულოცა.
„ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი,
ქმნილება ყველა ერთი არის წინაშე ღმერთის,
დაეკარგება უსათუოდ სიმშვიდე ყველას,
თუკი საწუთრომ გაიმეტა იმათგან ერთი“.
მეთორმეტე საუკუნის სპარსი პოეტის,
საადი შირაზელის ეს ლექსი ამოტვიფრულია ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობის შესასვლელში.
ქვემოთ მოყვანილი ლექსი კი ჩვენი, უნიკალური ქართული, ხალხური ზეპირსიტყვიერების შესანიშნავი ნიმუშია და მჯერა, გაცილებით ადრე ნათქვამიც! ამიტომ მიმაჩნია, რომ მას ცივილიზებული მსოფლიო უნდა იცნობდეს (ისევ ჩვენი „მცირე ერის“ პრობლემა რომ არ გვიშლიდეს ხელს)!
ჰოდა, გაეროში თუ არაა, ამით ბევრი არაფერი აკლდება, მთავარია, გულში გვქონდეს და ცხოვრებაში ვიცავდეთ.
დღეს ტ ო ლ ე რ ა ნ ტ ო ბ ი ს დ ღ ე აღინიშნება მსოფლიოში და მე ამ ჩემი საყვარელი ლექსით გ ი ლ ო ც ა ვ თ !
წუთისოფელი
წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.
საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.
ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.
აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?
დღეს უჩემოდ განახლდა სასწავლო პროცესი, იზოლაციას დღეს ვამთავრებ და მოუთმენლად ველი ხვალ თქვენთან შეხვედრას, მანამდე კი აქედან მინდა ხმა მოგაწვდინოთ ყველას, ჩემს მოსწავლეებსა თუ კოლეგებს, მოსწავლეთა მშობლებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს:
მიყვარხართ, ადამიანებო!
ესეც დავიმახსოვროთ: „გმირობის გამოცდას ვაბარებთ მაშინ, როცა უმცირესობაში ვართ, ტოლერანტობის გამოცდას კი - უმრავლესობაში ყოფნის დროს“.
16 ნოემბერი ტოლერანტობის დღეა!“
სკოლის დირექტორი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მთვარისა ახვლედიანი
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ