სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველისციხის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლას მიმდინარე სასწავლო წელსაც აქტიურად აგრძელებენ
18-11-2020
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლას განაგრძობენ. მათემატიკის პედაგოგსა და დირექტორის მოადგილეს ნონა მენაბდიშვილს წამყვანის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, სამმა პედაგოგმა - მაია  მახარაშვილმა, ეთერი ესიტაშვილმა და ნინო  გურგენიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.

„2020/2021  სასწავლო წელი  ველისციხის სკოლაში  სასიხარულო სიახლეებით დაიწო. მათემატიკის  პედაგოგი  და  დირექტორის  მოადგილე სასწავლო ნაწილის დარგში ნონა მენაბდიშვილი წამყვანი პედაგოგი გახდა, ასევე გარე დაკვირვების კომპონენტი წელს  ჩვენი სკოლის სამმა პედაგოგმა წარმატებით გაიარა. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაია მახარაშვილმა,  ბიოლოგიის პედაგოგმა ეთერი ესიტაშვილმა და ინგლისური ენის პედაგოგმა ნინო  გურგენიშვილმა. 

აღსანიშნავია ფაქტი, რომ გასულ სასწავლო წელს თითქმის მეორე სემესტრის უდიდესი ნაწილი პანდემიის გამო ონლაინ  სწავლებაზე ვიყავით გადასულნი და წელსაც მოგვიწია  სასწავლო პროცესები დისტანციურ რეჟიმში გვემართა.  ამ  მოცემულობას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, რომ  მოსწავლეებთან ერთად ჩემს კოლეგებს საკუთარი მუშაობით  სასურველი შედეგები დაედოთ. სამივე პედაგოგი საკმაოდ  გამოცდილნი არიან და დიდი ხანია რაც სკოლაში მუშაობენ. მათ 2014  წლამდე გაიარეს სერტიფიცირება შესაბამის საგნებში,  უამრავ რეფორმას აქამდეც წარმატებით ართმევდნენ თავს და  სქემის ფარგლებშიც წარმატებით გამოავლინეს საკუთარი  პროფესიული კომპეტენციები.

სამივე პედაგოგი სკოლაში მოსწავლეების და კოლეგების  განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით  სარგებლობს. ალბათ,  სწორედ ეს ფაქტორი ხსნის მათ მიმართ მოსწავლეების მხადაჭერას. ბავშვები მიუხედავად სოფელში  არსებული ეპიდემიური მდგომარეობისა და დიდი შიშისა,  რომელზეც ღიად საუბრობდნენ, მასწავლებლების  თანადგომისთვის მაინც გამოცხადდნენ სკოლაში. 

თითოეულ ჩემს კოლეგას ვულოცავ დამსახურებულ  წარმატებას და სამომავლოდაც მსურს ვუსურვო წინსვლა და  წარმატებები“,-აღნიშნავს სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება