| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია 20 წელია მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას ემსახურება.
გიმნაზიაში რექტორი და მასწავლებლები მოსწავლეებს დაუღალავი შრომითა და მონდომებით ასწავლიან და დიდი სიყვარულით ზრუნავენ მათ სულიერ თუ გონებრივ განვითარებაზე.
გიმნაზიის რექტორია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე, აღმასრულებელი დირექტორი კი დეკანოზი პავლე ცერცვაძე. გიმნაზიის სასწავლო პროცესის წარმართვასა და განვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი როლი სასწავლო ნაწილს ნათელა კამკამიძესა და ხარისხის მართვის მენეჯერს ლია რამინიშვილს შეაქვთ.
როგორც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე გვეუბნება, საგანმანათლებლო დაწესებულება ამაყობს კოლექტივის თავდადებული შრომისა და იმ სიყვარულის გამოვლინების გამო, რომელსაც ისინი მოსწავლეთა აღზრდა- განათლების საქმეში დებენ.
დეკანოზი აღნიშნავს, რომ გიმნაზიაში განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეთა სულიერ აღზრდა განათლებას ექცევა.
„საჯარო სკოლისგან განსხვავებით ჩვენთან ისწავლება საღვთო სჯული, ტარდება წირვები და პარაკლისები. სკოლას ჰყავს სულიერი მოძღვარი. გიმნაზია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით არის დაკომპლექტებული, ამაზე მოსწავლეთა მიერ მიღწეული წარმატებებიც მეტყველებს.
აქვე აღვნიშნავ, რომ სასწავლო პროცესი 2020 წლის 9 ნოემბრიდან დისტანციურ რეჟიმში teams-ის პროგრამის საშუალებით წარმატებით მიმდინარეობს. როგორც იცით, აღნიშნული პროგრამის შეძენა კერძო სკოლებისთვის ფასიანია, თუმცა პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის მეუფემ თავად უზრუნველყო, რისთვისაც მინდა, საჯარო მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო“, - აღნიშნავს დეკანოზი პავლე ცერცვაძე.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ