TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა

23 წლის ასაკში დაწყებული მასწავლებლობა - ბიჭიკო ოჩიგავა, მასწავლებელი სეფიეთის საჯარო სკოლიდან
07-10-2016
-
+


ბიჭიკო ოჩიგავა 23 წლის იყო, როცა სეფიეთის საჯარო სკოლაში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად დაიწყო მუშაობა. თუმცა პროფესიით ჟურნალისტია. ამავე დროს მღერის  და მონაწილეობა აქვს მიღებული რაიონის მასშტაბით არაერთ კონცერტში. წერს ლექსებს, ჩანახატებს, მოთხრობებს, განსაკუთრებით კი მაშინ როცა შეყვარებულია.

„ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე ტელე-რადიოს განხრით. ეს იყო 2006-2010 წლები. სწავლის პარალელურად აქტიურად ვთანამშრომლობდი ჟურნალისტიკის დეპარტამენტთან არსებულ პერიოდულ გამოცემებთან. მახსოვს ჩემი პირველი რესპონდენტი სოფო ხალვაში გახლდათ. მაშინ იურმალიდან ახალი დაბრუნებული იყო და ძალიან მოთხოვნად, რეიტინგულ მომღერლად ითვლებოდა. მერე იყო ინტერვიუ პოლიტიკოს მანანა ნაჭყებიასთან რუსთაველის გამზირზე მწვავე სახალხო მიტინგებისა და კარვების ეპიცენტრში. სტუდენტობის პერიოდში სტაჟირებას გავდიოდი ადგილობრივ ტელევიზიებში და ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ფაქტიურად ამით დასრულდა.“ - აღნიშნავს ბიჭიკო.

- ახლა მასწავლებელი ხართ...

- დიახ! ახლა პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და ინგლისურ ენას ჩემს სოფელში, სწორედ იმ სკოლაში ვასწავლი, რომელ სკოლაშიც მე ვსწავლობდი, რაც ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა, რადგან იდგე იმ ადამიანების გვერდში, რომლებიც ახლო წარსულში შენი აღმზრდელი მასწავლებლები იყვნენ, ძალიან რთულია, თუმცა, თუკი დღეს მე პედაგოგიურ საქმიანობაში რაიმეს მივაღწიე, ეს სწორედ ჩემი ყოფილი მასწავლებლებისა და აწ უკვე კოლეგების დამსახურებაა.

- რამ გადაგაწყვეტინათ მასწავლებლობა?

- სიმართლე გითხრათ, მასწავლებლობაზე არასდროს მიოცნებია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უმუშევარი ვიყავი. თითქმის სამი წელი არაფერი მიკეთებია და საკუთარი თავისადმი პროტესტით განვეწყვე. უუნარობის განცდა დამეუფლა და მზად ვიყავი ნებისმიერი საქმე მეკეთებინა, რაც ყოველდღიური რუტინისგან გამათავისუფლებდა. სწორედ ამ დროს ჩვენი სოფლის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენის განხრით არ მქონდა განათლება მიღებული, ძალიან კარგად ვიცოდი ეს ენა და სკოლის დირექტორს საკუთარი შესაძლებლობები გავაცანი. საბედნიეროდ გამოცხადებულ ვაკანსიაზე ერთადერთი აპლიკანტი აღმოვჩნდი და სკოლის სივრცეში სწორედ ასე აღმოვჩნდი, თუმცა ერთი წლის ვადით, რადგან, თუკი სერტიფიცირებული მსურველი გამოჩნდებოდა, აუცილებლად უნდა დამეთმო მისთვის ადგილი, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ მეხუთე წელია ისევ სკოლაში ვარ.

- როგორ ფიქრობთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ, როცა მასწავლებლობა გადაწყვიტეთ?

- ვფიქრობ, რომ უკეთესი არჩევანი არასდროს გამიკეთებია. ფაქტიურად საკუთარი თავი ვიპოვე. მე დღეს იქ ვარ, სადაც ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში, ერთი შეხდევით სპონტანურად აღმოვჩნდი, ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. თავიდან ძალიან გამიჭირდა. მახსოვს ერთხელ კლასის მართვა ვერ მოვახერხე, გაკვეთილზე ხმაური ვერ ავღკვეთე და ერთ-ერთ მოსწავლეს მთელი ძალით ვუყვირე. როცა მის თვალებში ცრემლი შევნიშნე მივხვდი, რომ აბსოლუტურად არ ვიყავი მასწავლებლობისთვის და დავწრმუნდი, რომ საგნის ცოდნა სულაც არ ნიშნავს იყო კარგი პედაგოგი. თავისუფალ დროს ვესწრებოდი კოლეგებს გაკვეთილებზე. მახსოვს პატარა, მწვანე დღიურში ვიწერდი ჩემთვის საჭირო ხერხებს. ვაკვირდებოდი მათ და ვცდილობდი პროფესიული კუტხით წინ წავსულიყავი. მიუხედავად სირთულეებისა, ვცდილობდი აქტიური მონაწილეობა მიმეღო თითქმის ყველა ტიპის სასკოლო აქტივობაში. სკოლაში მისვლის პირველივე წელს ბოლო ზარი ჩემი სცენარის მიხედვით ჩატარდა და დღეს კურსდამთავრებულთა ოთხი თაობა მყავს გაცილებული . ვფიქრობ, რომ მთავარია ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს და მერე პლიუს ძალიან მოინდომოს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ამოჩემებული ფრაზა მაქვს ხოლმე ,,სადაც ხარ, იქ უნდა ვარგოდე, ან დაიხურე ქუდი და წადი სახლში“

- ხუთი წელია მასწავლებელი ხართ. როგორ შეინარჩუნეთ დაკავებული პოზიცია? კონკურენტი არ გამოგიჩნდათ?

- ის, რომ დღესაც მოქმედი მასწავლებელი ვარ, სკოლის დირექტორისა და ერთ-ერთი ჩემი კოლეგის დამსახურებაა. მათი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ გავსულიყავი სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რაც ადგილის შენარჩუნების მყარ გარანტიას მომცემდა, თუმცა მათ რჩევას სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ადამიანს, რომელსაც არანაირი პედაგოგიური გამოცდილება, არ მქონდა, მიმაჩნდა, რომ გამოცდებზე ჩემი შანსი ნულის ტოლფასი იქნებოდა. ისინი მაინც განაგრძობდნენ შეგონებას და ბოლოს გადავწყვიტე ბედი მეცადა. პროფესიული უნარებისა და ინგლისური ენის გამოცდაზე აბსოლუტურად მოუმზადებელი გავედი. ბედს მივენდე, რაც იქნება-იქნებათქო. საბედნეროდ გამიმართლა და 2013 წელს სერტიფიცირებული გავხდი. ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ეს ჩემთვის. აი ასე შემოვრჩი სკოლას.

- რა ღონისძიებებს ატარებთ სკოლაში, რითი ცდილობთ ბავშვების ყოველდღიური რუტინის გამრავალფეროვნებას?

- თანამედროვე სკოლა ძალიან განსხვავდება იმ სკოლისგან, სადაც მე მივიღე საშუალო განათლება.  21-ე საუკუნემ, პედაგოგები გამოწვევების წინაშე დააყენა. მარადგანვითარებადი და ცვალებადი  განათლების სისტემის ფონზე, ის სტანდარტული გაკვეთილები, წლების წინ რომ ტარდებოდა, დღეს საკმაოდ უინტერესოდ გამოიყურებიან. აუცილებელი გახდა საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია. ვცდილობ ფეხი ავუწყო თანამედროვე მოთხოვნებს და მოსწავლეებს ხშირად შევთავაზო ინოვაციური იდეები. ჩემს ძლიერ მხარედ მივიჩნევ საგაკვეთილო პროცესში ელექტრონული რესურსების გამოყენებას, რომლებსაც თავად ვქმნი საჭიროებიდან გამომდინარე. ძალიან ხშირად ვუკეთებ ორგანიზებას სასკოლო პროექტებს, რაც მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარებს უვითარებს. მოტივაციის ამაღლების მიზნით ხშირად ვთავაზობ მათ საინტერესო ღონისძიებებს. რაც შეეხება რუტინის გამრავალფეროვნებას, ხშირად ვუტარებ მოსწავლეებს გაკვეთილებს ღია ცისქვეშ, რადგან ვთვლი, რომ ბუნება შესანიშნავი რესურსია.

- როგორები არიან თქვენი მოსწავლეები, მოგვიყევით მათ შესახებ?

- ზოგადად თუ ვიმსჯელებ შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეთა ნაწილი სძლევს ეროვნულ სასწავლო პროგრამას, თუმცა განათლების სამინისტრომ ვფიქრობ აუცილებლად უნდა იზრუნოს სახელმძღვანელოები შეცვლაზე, რადგან პროგრამა ძალიან რთულია. მოსწავლეებს სწავლის პროცესი ჯოჯოხეთად არ უნდა ექცეთ. რაც უფრო მარტივი და გასაგები ენით იქნება პროგრამა შედგენილი, მით უფრო მარტივად გავალთ სასურველ შედეგამდე. ვცდილობ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები და რესურსები შევთავაზო, რათა მათთვის სწავლის პროცესი სახალისო გახდეს.

- რას გვეტყვით, როგორია თქვენი სკოლა? 

- სკოლა დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რომლებიც აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა განათლებაზე, ასევე თავიან პროფესიულ განვითარებაზე. ჩართული ვარ სქემაში და ვახორციელებთ იმ აქტივობებს, რომლებიც, ვფიქრობ, ხელს შეგვიწყობს წარმატების მიღწევაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

შილდის N1 საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა და ჭერის ნაწილს მოედო - დაკვამლიანება ძიძამ შენიშნა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება