სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი დიდი სურვილია, პირველკლასელებს მაინც ჰქონდეთ სკოლაში სიარულის უფლება“-უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორის მოსაზრება ონლაინ სწავლებაზე
11-11-2020
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი იაკობიძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. დირექტორს სურვილი აქვს, დისტანციის დაცვით პირველკლასელები მაინც სწავლობდნენ სკოლაში, რადგან ძალიან რთულია წერის დისტანციურად სწავლება.

„ვერ ვიტყვი, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურად რთული არ არის, რადგან ჩემი სკოლა მაღალმთიანი რაიონშია, ამასთან, ინტერნეტთან წვდომა ძალიან ნაკლებად აქვთ მოსწავლეებს, პროვაიდერების პრობლემაა. ძირითადად, მობილური ინტერნეტით სარგებლობენ მოსწავლეები, მოგეხსენებათ, მობილური ინტერნეტით „თიმსში“ მუშაობა რთულია, ამიტომ ძირითად საკონტაქტოდ და გაკვეთილების წარსამართათ მესენჯერს ვიყენებთ. მე, რა თქმა უნდა, სკოლაში სიარულის მომხრე ვარ, საკლასო ოთახში ბავშვებთან კონტაქტს რა ჯობს, მაგრამ ჯანმრთელობა პირველია. სრულიად სიმშვიდე იყო ჩემს სკოლაში, მაგრამ მაინც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. დილიდან ვცდილობ კავშირზე ვიყო პედაგოგია თუ მოსწავლე, რადგან ისე არ მოხდეს, რომ რომელიმე მოსწავლე კავშირზე არ იყოს.

ასევე გამოგვადგა წინა დისტანციურის გამოცდილება, შესაბამისად, ვიყენებთ ინტერნეტ რესურსებს.

ჩემი დიდი სურვილია, თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, დისტანცია დაიცვას ბავშვებს შორის და პირველკლასელებს მაინც ჰქონდეთ სკოლაში სიარულის უფლება, რადგან რთულია წერა ასწავლო დისტანციურად“,-ამბობს დირექტორი გიორგი იაკობიძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება