სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებლებს ჰქონდეთ 4-წლიანი მანდატი, შემდეგ თუ ვერ ჩააბარებენ გამოცდას, გზას დაუთმობენ პროფესიონალ კადრებს“-კვახჭირის საჯარო სკოლის პედაგოგი
06-11-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი თინათინ ყუფარაძე მასწავლებლის პროფესიაზე, განვითარების გზებზე და პანდემიის თანმდევ გამოწვევებზე გვესაუბრება. ასევე საინტერესოა პედაგოგის პასუხი კითხვაზე - რა გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს?

„შეკითხვა, რომელიც მუდამ აქტუალურია. ბევრი რეფორმა განხორციელდა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მასწავლებლობა დინამიური პროფესიაა, მუდამ იცვლება და იხვეწება, ეპოქის შესაბამისად ცდილობს სიახლეებს ფეხი აუწყოს. ყველა განხორციელებულ რეფორმას ჰქონდა პლიუსები და მინუსები. რეფორმის შედეგად დანერგილი სიახლე უნდა იყოს ადაპტირებული სასწავლო გარემოზე, იმ სინამდვილეზე მორგებული, რა სინამდვილეც ჩვენს სააღმზრდელო დაწესებულებებშია. ყველაფერი გადმოქართულებული, ევრო- სტანდარტებზე გათვლილი არ მოგვცემს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

იდეა, რომ მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს, გამოიწვევს მასწავლებლისთვის დროის ამაოდ კარგვას: ქაღალდომანია, დროზე გაწერილი გეგმები... უნდა ჰქონდეს ოპტიმალური დრო, გაეცნოს სიახლეებს, შესაბამის ლიტერატურას, მეთოდებს, შემდეგ დანერგოს პრაქტიკაში. მხოლოდ საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე გამოავლინოს ხარვეზები, იზრუნოს მათ გაუმჯობესებაზე, გაიაროს შესაბამისი ტრენინგები, ყოველ ოთხ წელიწადში ჩააბაროს პროფესიულ უნარებში გამოცდა. რაც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და არა ყოველ წელს მონიტორინგის შიში. ჰქონდეთ მასწავლებლებსაც ოთხწლიანი მანდატი, ჩააბარებენ გამოცდას, ისევ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზას დაუთმობენ სხვა პროფესიონალ კადრებს.

ურთულესია მართო სასწავლო პროცესი პანდემიის პირობებში. სწავლების შერეული მეთოდი ძნელი გასაგებია მოსწავლეებისთვის. დიდ ქალაქებში, დარჩე სახლში და ჩაერთო გაკვეთილებს დისტანციურად მაშინ, როცა თანატოლები რეგიონებში კონტაქტურად სწავლობენ. თუმცა კონტაქტურ  სწავლებას  თან სდევს რისკი და შიში; დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი, რეგულაციები, რაც ართულებს სასწავლო პროცესს.

დისტანციური სწავლების პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მასწავლებელი არ უნდა იყოს სასწავლო მასალის ამოწურვაზე ორიენტირებული, პირიქით  შეარჩიოს მარტივი და საინტერესო თემები, რათა სასწავლო პროცესი გახადოს ორმხრივი. აუცილებელია არსებობდეს განმავითარებელი შეფასება, სადაც გამოიკვეთება მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები. ნიშანი არ უნდა იყოს დასჯის მექანიზმი, მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს ცუდი ნიშნის შიში.

მასწავლებელი მუდმივად სიახლის ძიებაშია. სიახლეებს შემდეგ ვნერგავთ პრაქტიკაში, ვუზიარებთ კოლეგებს, ვიღებთ რჩევებს, ვცდილობთ, შევიცვალოთ, მეთოდები დავხვეწოთ, მოსწავლეთა ინტერესებს მოვერგოთ. მზად ვართ, დისტანციური სწავლების დროს მიღებული ცოდნა დავნერგოთ საკლასო ოთახებში  და სასწავლო გარემო მრავალფეროვანი გავხადოთ!“-აღნიშნავს სკოლის ისტორიის მასწავლებელი თინათინ ყუფარაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება