| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N8 საჯარო სკოლის IIIდ კლასის მოსწავლეებმა საგანში „მე და საზოგადოება“ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. გაკვეთილის თემა იყო - „ჯადოსნური სიტყვები“. კლასის დამრიგებელი ფატმა ზოიძეა. პედაგოგმა პატარებთან სიტყვის ძალაზე ისაუბრა.
„ყოველდღიურად ადამიანები ძალიან ბევრ სიტყვებს წარმოვთქვათ, მაგრამ არ ვუკვირდებით, რა დატვირთვა და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს.
სწორედაც ჩვენი საგაკვეთილო თემა ამ სიტყვებს განიხილავს, ბავშვებმა მოამზადეს საინტერესო აქტივობები და ფურცელზე ნახატისა და ფერების საშუალებით გადმოგვცეს.
დილა მშვიდობისა საქართველო - აი, ამ ჯადოსნური სიტყვით მოგესალმებიან ჩემი ონავრები.
შევიყვაროთ ერთმანეთი; გავუთბოთ ერთმანეთს გული ლამაზი სიტყვებით; გამოვიყენოთ ყოველდღიურად ჯადოსნური სიტყვები, რომელსაც დიდი ძალა აქვს“ - მოგვიწოდებს ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი ფატმა ზოიძე.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ