ტომაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომები დაიმსახურეს
30-10-2020
დაკოპირებულია
-
+
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მოსწავლეებმა - ირაკლი ფუტკარაძემ, სოფო ფუტკარაძემ, საბა ფუტკარაძემ და მინდია ფუტკარაძემ ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.