სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ბავშვები რეკომენდაციების გათვალისწინებით კლასებში გვყავდა ტესტირების შესაბამისად გადანაწილებული“ - გურჯაანში I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
30-10-2020
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდნენ ტესტირების პროცესს და შეაფასეს მოსწავლეთა ტესტები.

როგორ მიმდინარეობდა ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი სკოლებში ? ამ საკითხზე რესურსცენტრის ხელმძღვანელს, სკოლების დირექტორებსა და „ეტალონის“ პედაგოგებს გავესაუბრეთ:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი:

„შესარჩევი ეტაპი ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. დაინტერესება, როგორც მოსწავლეებისგან, ასევე მათი მშობლებისგან იყო ძალიან მაღალი. 72 ახალგაზრდა გამოვლინდა პირველი ტურის შემდეგ. მომდევნო ტური, რომელიც გამოავლენს „გურჯაანის ეტალონ მოსწავლეს“, შედგება 04 ნოემბერს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოსწავლეები ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ იყვნენ წარმატებულები.

„ეტალონი“ არის ძალიან პოპულარული და საჭირო. ამაზე მეტყველებს ის აქტიურობა, რომელსაც მოსწავლეები და სკოლები იჩენენ ამ პროექტის მიმართ და ის დაინტერესება, რაც მშობელთა მხრიდან ჩანს ინტელექტ-ჩემპიონატში შვილების ჩართვასთან დაკავშირებით“.

ბაკურციხის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა კუპრაშვილი:

„ჩვენს სკოლაში კარგი შედეგები აჩვენა შესარჩევმა ეტაპმა. მოსწავლეები, როგორც ყოველთვის, აქტიურად ჩაერთვნენ და ყურადღებით მოეკიდნენ პროექტს. შთაბეჭდილებებიც კარგი ჰქონდათ, ისინი ყოველთვის მონდომებით მონაწილეობენ. კარგი ჩართულობა გვქონდა, პანდემიურ სიტუაციას არ უმოქმედია მათ მოტივაციაზე და დასწრებაც მაღალი იყო. ახლა ვემზადებით მეორე ტურისთვის“.

ბაკურციხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ჭაფოძე:

„მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ შესარჩევ ეტაპში. დასწრებაც კარგი იყო. რამდენიმე მოსწავლე მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას. მათ ზოგადი ცოდნა აქვთ, კარგი ბავშვები არიან და ელოდებიან მეორე ტურს. „ეტალონი“ ძალიან მოსწონთ და ჩვენი სკოლის შესაბამისი სეგმენტის თითოეული კლასიდან ბევრი მოსწავლე ჩაერთო პირველ ეტაპში“.

ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ყორჩაშვილი:

„პირველმა შესარჩევმა ეტაპმა მშვიდ გარემოში, კარგად ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ. ბავშვები, ამჯერად, მეორე ტურისთვის ემზადებიან“.

ჩალაუბნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო პაპოშვილი:

„შესარჩევმა ეტაპმა აქტიურად ჩაიარა, ჩვენი სკოლიდან მონაწილეობდნენ, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. ბავშვების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, კლასები პატარა გვაქვს, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამ კლასში ჩატარდა, რომ ერთად ბევრი მოსწავლე არ ყოფილიყო. პირველმა ტურმა რეგულაციების დაცვით ჩაიარა. ბავშვები დაინტერესებულები იყვნენ და იმუშავეს ძალიან კარგად, ახლა ელოდებიან შემდეგ ტურს“.

მუკუზნის საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიდამონიძე-გამყრელიძე: 

„პირველმა შესარჩევმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, ძალიან მოტივირებულები არიან მოსწავლეები. ყოველთვის ხალისით ერთვებიან „ეტალონის“ პირველ ტურში, მოსწონთ ძალიან, შედეგებს მოუთმენლად ველოდები ხოლმე. მეორე ტურში გადასულებიც ძალიან აქტიურები არიან, ბედნიერები და გახარებულები. ძალიან მოსწონთ სიგელების გადაცემის და ერთობლივი ფოტოს გადაღების პროცესი. ძალიან დიდებული, მართლაც საშვილიშვილო საქმეა „ეტალონის“ პროექტი და ვფიქრობ, ყველა მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს“.

მუკუზნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლიანა მარადიშვილი: 

„შესარჩევი ეტაპი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ყველანაირად დავიცავით შესაბამისი რეგულაციები. ყველა კლასში ცალ-ცალკე ეტაპობრივად ჩავატარეთ ტესტირება. ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლისთვის მოსწავლეთა საკმაო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, შედეგებითაც უკმაყოფილოები არ ვართ".

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება