სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ის, რომ სკოლა სასურველია ყველა მოსწავლისა და მშობლისთვის, სწორედ მისი დამსახურებაა“-ქსნის საჯარო სკოლის თანამშრომლები დირექტორს მხარდაჭერას უცხადებენ
28-10-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის თანამშრომლები დირექტორს დოდო ჭოტორლიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. 

სკოლის პედაგოგებმა განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს განცხადებით მიმართეს, რომელშიც წერენ რომ სურთ დოდო ჭოტორლიშვილი დირექტორის პოზიციაზე დარჩეს. 

„ქალბატონი დოდო ჭოტორლიშვილი არის პროფესიონალი კადრი, მრავალწლიანი გამოცდილებით. უყვარს ის საქმე რასაც აკეთებს და აკეთებს გულით. იგი არის ძალზედ აქტიური და მიზანდასახული, ყოველთვის მზად არის ნებისმიერი გამოწვევებისთვის. ამის დასტურია სკოლის წარმატებული ჩართულობა მრავალ პროექტებსა და კონკურსებში. იგი ყოველთვის ზრუნავს პედაგოგთა პროფესიული ზრდისთვის, ეხმარება მათ და აძლევს კომპეტენტურ ინსტრუქციებს. საჭიროების შემთხვევაში იყენებს წახალისებას თანამშრომელთა კარგი მუშაობისთვის და მიღწეული შედეგისთვის. მუდმივად უზრუნველყოფს სკოლას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, რათა სწავლის პროცესში არ წარმოიშვას ხელის შემშლელი ფაქტორები. სწვლა-სწავლების პროცესში მუდმივად ნერგავს ახალ პრაქტიკას და მისივე ეფექტურობისთვის ახდენს მონიტორინგს, თუ რა გავლენა იქონია პრაქტიკამ მოსწავლეთა მიღწევებზე. სკოლაში მოსწავლეებს აქვთ შექმნილი უსაფრთხო სასწავლო გარემო. დაცულია ყველანაირი სტანდარტი სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისითაც. ის, რომ სოფელ ქსნის საჯარო სკოლა სასურველია ყველა მოსწავლისა და მშობლისთვის, სწორედ ამ პიროვნების ძალისხმევის დამსახურებაა“,- წერენ პედაგოგები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება