სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ლაგოდეხის ეტალონ მოსწავლეს'' 2 თანაკლასელი ჰყავს
18-10-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ღონისძიებას ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე, გამგებლის მოადგილე იოსებ ტყემალაძე, ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მანანა გოზალიშვილი, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს გვიმრიანის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო შველიძე დაეუფლა. გვიმრიანის მცირეკონტინგენტიან სკოლაში 39 მოსწავლე სწავლობს, ნინოს კლასში კი სულ სამი მოსწავლეა.

ნინო შველიძე თავის შთაბეჭდილებებს Etaloni.ge-ს უზიარებს:

''გამარჯვებას მართლა არ ველოდი. ვერც გამოვხატავ, ისეთი გახარებული ვარ. გარდა იმისა, რომ კარგად ვსწავლობ, გამარჯვების მოპოვებაში ჩემი მასწავლებლები და დასახული მიზნისკენ სწრაფვა დამეხმარა. ''ეტალონში'' გამარჯვებამ უფრო თავდაჯერებული გამხადა. ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ კიდევ უფრო კარგად ვისწავლო და განვვითარდე.''

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი:

''ნამდვილად კარგი ღონისძიება იყო. მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს. ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მოსწავლეებს, რომ შემდეგშიც მიიღონ მონაწილეობა ''ეტალონში''. ინტელექტ-შეჯიბრის მიმართ დადებითად და პოზიტიურად ვართ განწყობილი.''

ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი:

''კარგად ორგანიზებული ღონისძიება არაჩვეულებრივად წაიყვანა გოჩა ტყეშელაშვილმა. დადებითად ვართ ამ პროექტის მიმართ განწყობილები. ნამდვილად აუცილებელია ეს პროექტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. მუდამ გვერდით დავუდგებით ისეთ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეების სწავლა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ''ეტალონი'' უმნიშვნელოვანესი პროექტია. მომავალშიც აუცილებლად დავესწრები ინტელექტ-შეჯიბრის ღონისძიებებს.''

ლაგოდეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მანანა გოზალიშვილი:

''ჩვენ უკვე 5 წელია ''ეტალონთან'' ვთანამშრომლობთ. პროექტი გვეხმარება ნიჭიერი ბავშვების მოძიებაში. ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფლის სკოლების მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი ნაკლებად არიან ასეთ ღონისძიებებში ჩართულები. მე და ჩემი შესანიშნავი კოლექტივი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასეთი მოსწავლეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ინტელექტ-შეჯიბრში. მონაწილეებმა ძალიან მაღალი შედეგი აჩვენეს. ყველა სკოლის დირექტორი, მასწავლებელი, მშობელი აღფრთოვანებულები იყვნენ ჩატარებული ღონისძიებით. ჩვენმა იდეალურმა, ერთ მუშტად შეკრულმა კოლექტივმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასე დავხვედროდით ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს, საკუთარი ხელით მოვაწყვეთ დარბაზი, წვიმაში ვზიდეთ სკამები და მაგიდები, რომ ყველაფერი ლამაზი და ეფექტური ყოფილიყო. თითოეულ სტუმარს მადლობის ფურცელი დახვდა, დარბაზი ძალიან ლამაზი ბურთებით გავაფორმეთ.''

ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე:

''ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო. დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და მშობლებში. ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გავაცანით ახალი, საინტერესო პროექტი Izrune.ge. ძალიან კმაყოფილები ვართ და ''ეტალონში'' მომავალშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.''

არეშფერანის სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე:

''მთელი დღის განმავლობაში მასწავლებლები და მოსწავლეები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ ''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ესტუმრნენ სკოლას. ჩვენ დიდი ხანია ამ პროექტის გულშემატკივრები ვართ. ეს არის ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული ინტელექტ-შეჯიბრი. ასე, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ მთელი სკოლა.''

''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი ღონისძიების მომზადება-ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის, მადლობას უხდის ლაგოდეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მთელ კოლექტივს და პირადად დირექტორს, მანანა გოზალიშვილს.

''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ნინო შველიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

ერთი კვირის მანძილზე მოსწავლეები ჩართული იყვნენ მრავალფეროვან, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში

 

 

 

ამ ლაშქრობის მთავარი მიზანი ჯავახეთის უნიკალური ბუნების ახლოს გაცნობა, ადგილობრივი ფლორის შესწავლა და გარემოზე ზრუნვის უნარების განვითარება იყო

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება