სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი საინტერესო ტრენინგს დაესწრო
16-09-2020
-
+


„იმიტირებული არჩევნები“ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი საინტერესო ტრენინგს დაესწრო.

„სიქა-ს ორგანიზებით 11 სექტემბერს რუსთავში ჩატარდა სემინარი U18 იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიზნებისა და იმპლემენტაციის შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონიდან, მათ შორის სსიპ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ლამზირა ოსეფაშვილი.

მონაწილეებმა განიხილეს U18 ფორმატით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, იმსჯელეს 2020 წელს U18 ახალგაზრდული არჩევნების ორგანიზების მეთოდოლოგიასა და ახალი მიდგომების შესახებ.

სემინარი ჩატარდა პროექტის „მეტი შეგვიძლია - ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „სიქა“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მხარდაჭერით

U18 -ის იმიტირებული არჩევნების მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა.  

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სკოლებში ნახატების და ესეების კონკურსი თემაზე: „ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“,  მოსწავლეთა მიერ დაიხატება საარჩევნო ყუთი, კონკურსში გამარჯვებული ნახატის მიხედვით შეიქმნება საარჩევნო ყუთის მაკეტი. მოსწავლეები მოემზადებიან იმიტირებული არჩევნებისთვის, გაეცნობიან კონსტიტუციას არჩევნების შესახებ, რათა  ჰქონდეთ მაღალი სამოქალაქო კულტურა და შეგნება. სკოლის ეზოში განთავსდება საჭირო მასალა და რესურსი, რაც საჭირო იქნება არჩევნებისთვის, შეიქმნება კომისია, დამკვირვებელთა ჯგუფი და ა. შ ამგვარად მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ტრენინგზე მონაწილე პედაგოგებს  „იმიტირებულ  ახალგაზრდულ არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებისთვის“ სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინგა პაიჭაძისგან  გადაეცათ სიგელი, რესურსები, რომელსაც გამოიყენებენ მიზნობრივად  კონკრეტული აქტივობებისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება