სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი გარემონტებულ კლასებში დაიწყეს
16-09-2020
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი სკოლის კედლებში განაახლა. პირველი დღე სკოლაში განსაკუთრებულად ემოციური და საინტერესო იყო.

მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი 6-თვიანი პაუზის შემდეგ ახლადგარემონტებულ საკლასო ოთახებში დაიწყეს.

„დღეს იყო „შოკისმომგვრელი“ დღე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში! შოკისმომგვრელი, ოღონდ სრულიად დადებითი გაგებით. ახალ ტანსაცმელში და ახალ ფეხსაცმელში გამოწყობილი, ახალი ჩანთებითა და გაბრწყინებული თვალებით მოდიოდნენ დღეს ჩვენი მოსწავლეები სკოლაში. მათი სიხარული იმდენად ემოციურად გამოიხატებოდა მათ თვალებში და სახეზე, რომ გული ამიჩუყდა! მათ სკოლაში თითქმის ყველაფერი ახალი დახვდათ: ახალი ჭერი და იატაკი, ახლად შეღებილი და გალამაზებული კედლები, პირველიდან მეექვსე კლასამდე ახალი წიგნები და რაც მთავარია, ახალი რეგულაციები. მოსვლისთანავე ჩერდებოდნენ სკოლის შესასვლელთან მომღიმარი სახეებითა და რაღაც საინტერესო სიახლის მოლოდინით; მოციმციმე თვალებით ელოდნენ სკოლაში შესვლას; ჯერ თერმოსკრინინგი გაიარეს, მერე დეზობარიერი და ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით, მერე ჩამწკრივდნენ საკლასო ოთახებში, სადაც მერხები ერთმეტრიანი დისტანციით იყო დალაგებული; ყველა ცდილობდა ადგილიდან არ დაეძრა თავისი მერხი! არც კი მეგონა ასეთი სახალისო თუ იქნებოდა მათთვის ეს პროცედურა თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, თურმე სკოლა მონატრებიათ, თანაც ისე, ისე ძალიან, რომ მათი ჟრიამული ასეთი ჯერ არასოდეს ყოფილა! „მასწავლებელო ხომ უნდა ვიაროთ ყოველდღე სკოლაში? სახლში ხომ აღარ გაგვიშვებთ?"-ამ და სხვა მსგავს კითხვებს ისე აღელვებულები სვამდნენ მთელი დღის განმავლობაში, რომ გეგონებოდა, სადაცაა ემოციებისგან გული უნდა ამოვარდნოდათ ამ პატარა ონავრებს! გული ამიჩუყდა, როცა დავინახე როგორ ეფერებიან და ეხუტებიან თავიანთ პატარა, მაგრამ თურმე ცამდე საყვარელ სკოლას!

აღარ გავაგრძელებ და მოკლედ ვიტყვი: ჩვენო უსაყვარლესო ბავშვებო! მთელი გულით გილოცავთ ამ ბრწყინველე დღეს! წარმატებებს გისურვებთ და რაც მთავარია, გისურვებთ, რომ თქვენი ასე საყვარელი სკოლის კარი დროზე ადრე არასოდეს დაიხუროს თქვენთვის! ყველა გვიყვარხართ და თურმე სიგიჟემდე მოგვნატრებიხართ! დღეს ყველა პედაგოგი სიხარულით „დაიღალა“ თქვენი ემოციების და უსაზღვრო ენერგიის ფონზე!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

რომელ რესურსცენტრშია ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე

მთავრობის დადგენილება საჯარო სკოლებსა და ბაღებს ეხება - განისაზღვრა 5 კატეგორია

სკოლებში ჩატარეული მონიტორინგის შედეგებს სპეციალური საბჭო განიხილავს - დეტალები და სია 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ენის სიწმინდის დაცვა“

მარიამ ქუქიშვილმა წარადგინა ესსე თემაზე - „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება დიდი საქმე“.
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება