სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი სურვილია, რომ სწავლა დაიწყოს საკლასო ოთახებში“ - დირექტორების სასექტემბრო მოლოდინები
05-08-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი ნადირაძე:

„ჩემი დიდი სურვილია, რომ სწავლა დაიწყოს ჩვეულ რეჟიმში, დავამარცხოთ პანდემია და ისევ შევძლოთ სკოლაში დაბრუნება საკლასო ოთახებში და მერხებთან. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და აბიტურიენტებს კი - წარმატებას“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი თამილა შულაია:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიან მოსწავლეთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ ყოველი წელი ერთმანეთისგან გამორჩეულია. სკოლის კედლებში იზრდებიან კრეატიული, გონიერი, მიზანდასახული მოსწავლე-ახალგაზრდები, რომელნიც უშიშრად და ამაყად ეჭიდებიან ცხოვრების ორომტრიალს, ჩვენი ღირსეული და წარმატებული პედაგოგების დაუღალავი შრომისა და ნიჭის დამსახურებით.

უჩვეულოდ ჩაიარა სრულიად მსოფლიოში 2019-2020 სასწავლო წელმა, მაგრამ ჩვენი კოლექტივი, სოფლის საზოგადოება (მშობლები) და მოსწავლეები ღირსეულად შეხვდნენ და გადალახეს ეს გამოწვევები, რაც პანდემიას მოჰყვა. მიუხედავას იმისა, რომ სოფელში სრულად არაა მოწესრიგებული ინტერნეტის საკითხი, უმრავლესობამ შეძლო გამკლავებოდა პრობლემას, რაც შედეგებზე აისახა. სასწავლო წლის დასასრული და ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ჩვენს მედალოსნებთან, პირველკლასებთან, აწ უკვე პირველკურსელებთან და „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ღირსეულ მამულიშვილებთან ერთად იქნება ერთი დიდი ზეიმი ჩვენი სკოლის ცხოვრებაში. მადლობა ჩვენს უსაყვარლეს ბავშვებს, ღირსეულ მშბლებსა და წარმატებულ პედაგოგებს კოლექტივის დაუღალავი შრომისთვის“.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე ლატარია:

„ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სკოლაში დავბრუნდებით, იმედს ისიც გვაძლევს, რომ თითქმის არცერთი შემთხვევა ჩვენს რეგიონში კოვიდთან დაკავშირებით არაა დაფიქსირებული, სურვილიც როგორც მშობლების, ისე პედაგოგების სკოლაში დაბრუნებაა, ბავშვები, რომ მხვდებიან მათაც ვაიმედებ, რომ სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, სკოლის კედლებში გაგრძელდება სწავლა“. 

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა გიორგაძე:

„სასექტემბროდ წარმომიდგენია, რომ პანდემიის პირობებში თუ არ იქნება ჩვენი მუშაობა, გაცილებით უფრო საინტერესეო იქნება, რადგან უფრო მეტი არხები გამოიძებნა მოსწავლეებთან ურთიერთობისა. არაა სასიამოვნო, მხოლოდ დისტანციურად მიმდინარეობდეს სწავლა, კარგი ის არის რომ, პედაგოგებმა რაღაც ახალი აღმოაჩინეს, ამ მხრივ მოლოდინი მაქვს, რომ მასწავლებელთა კორპუსი უფრო შემოქმედებითად მიუდგება, თუ პანდემიაც იქნება, გაცილებით უკეთესად მოხდება ამის ორგანიზება, სამინისტროც მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციას, რომელიც გაწერილი იქნება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც სკოლის ჩარჩოშია. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ბავშვები არიან მონდომებული, რომ სკოლაში იარონ. მარტო ერთმანეთის ნახვა ხომ არ არის?! უფრო საინტერესო მომენტები ვლინდება სკოლაში სიარულით და ურთიერთობით“.

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება