| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ჯაკობია მე-12 კლასელებს ემოციური წერილით გამოემშვიდობა და გზა დაულოცა. მოსწავლეებმა სკოლა წარმატებით დაასრულეს.
„ჩემი სულის ნაწილი - ჩემი ბავშვები. როგორი სისწრაფით და ლამაზი დღეებით გაიარა 12-მა წელმა. ძალიან საყვარელი და ტბილი კლასი გაქვთ ჩემებო. პირველი კლასიდან მეტორმეტე კლასამდე გყავდათ სამი დამრიგებელი, რომლებიც გილამაზებდნენ დღეებს და მუდამ თქვენზე ზრუნავდნენ. მადლობა მაია ჩიქობავას, მარინე აფაქიძეს, ნანა ჯაიანს. სკოლის დირექციას და თითოეულ მასწავლებელს.
მიხარია და ბედნიერი ვარ ბავშვებო თქვენი მეგობრობით. თქვენი გამტანობით. ბედნიერი და წარმატებული დღეები არ მოგკლებოდეთ ლამაზებო. დადგა ნანატრი დღე, დღე, რომელსაც დიდი იმედებით და ბევრი დაგეგმილი იდეებით ელოდებოდით. დღე ბოლო ზარისა, რომელიც განუმეორებელი და მუდამ გასახსენებელია, მაგრამ ეს გეგმები პანდემიამ ვერ განგახორციელებინათ. არაუშავს ბავშვებო წინ ბევრი ლამაზი, ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღე გელოდებათ. მთავარია, ისევ ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ახლა“,-მიმართა პედაგოგმა ნატალია ჯაკობიამ კურსდამთავრებულებს.
იხილეთ ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ