| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას შემოგვიერთდით“- ამ ლოზუნგით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკუთარი სოფლის ისტორიას იკვლევენ და თანასოფლელებს გვაცნობენ, რომელთაც სოფლის კეთილდღეობაში დიდი წვლილი შეაქვთ.
ამჯერად, V კლასის მოსწავლე ვიქტორ თოდრია სოფლის კეთილდღეობისათვის მზრუნველ ქალბატონს - ლილი ბებოს გვაცნობს.
„მინდა მოგიყვეთ ლილი ბებოს შესახებ, რომელიც ჩემი მეზობელია და ძალიან მიყვარს, იგი 80 წლისაა და სინანულით იხსენებს წარსულს, რადგან მეუღლე ადრე გარდაეცვალა, კიდევ უფრო დიდი ტრაგედიის გადატანა მოუხდა ლილი ბებოს, მას შვილი გია გარდაეცვალა, ამან შეარყია მისი ჯანმრთელობა, მას კიდევ ყავს ორი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები, მაგრამ გია სულ სხვა იყო, მას ჩვენს სოფელში ჩემი სახლის გვერდზე უნდა ეცხოვრა, მაგრამ ბედის ირონია, ასე არ მოხდა, მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ ლილი ბებოს, რომელიც სოფლის კეთილდღეობისათვის მზრუნველი ერთ-ერთი მოფუსფუსე ქალბატონია.
ლილი ბებოს ნატვრაა სოფლის წინსვლა და გაძლიერება, უხარია სხვისი სიხარული და განიცდის ყველას გასაჭირს.
დიდხანს სიცოცხლე ჩემო საყვარელო ლილი ბებო“,- წერს V კლასის მოსწავლე ვიქტორ თოდრია.
იხილეთ ფოტო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს