სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვირტუალურად გახსნილი კარი“- თბილისის N62 სკოლის მენტორი მასწავლებელი ლიზი ნიჟარაძე დისტანციური სწავლების შედეგებზე წერს
08-06-2020
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი ლიზი ნიჟარაძე დისტანციური სწავლების სირთულეებსა და შედეგებზე გვიამბობს. პედაგოგი დეტალურად გადმოგვცემს, როგორ შეხვდა სკოლა ახალ გამოწვევას და რა შედეგებს მიაღწია სამი თვის განმავლობაში.

ვირტუალურად გახსნილი კარი

პანდემიის თანმდევი იყო შიში, შიში დაშორების, შიში ჩაკეტილი სივრცის, დავიწყებული ცოდნის, გაციებული ურთიერთობის. თუმცა ყველა წინააღმდეგობა, ყველა ბარიერი იმისთვის არსებობს, რომ დაიძლიოს, გადაილახოს. ამ შემთხვევაში საჭირო იყო ალტერნატიული გზების ძიება, დისტანციური სწავლება ის იარაღი აღმოჩნდა, რომელსაც უნდა დაეძლია შიში, სივრცე, დრო.

ჟიული შარტავას სახელობის N62 საჯარო სკოლაში იყო სურვილი, მზაობა, მაგრამ არ იყო გამოცდილება, ელექტრონული სწავლება დამატებით მოითხოვდა ტექნოლოგიური უნარების განვითარებას. თვალშისაცემი იყო ენთუზიაზმი, სურვილი, მონდომება, რაც მოსწავლეთა სიყვარულმა განაპირობა, ალბათ, ეს უპირველესი მიზეზია იმისა, რომ განათლების სამინისტროს შეთავაზებებს ყველა მასწავლებელმა დაუჭირა მხარი, დაიწყო გრძელი, რთული გზა სწავლისა და სწავლების, მარათონი სირთულეების დაძლევის.

ხალხური სიბრძნე გვეუბნება „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, ასეც არის. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი თავდადება იყო შესაძლებელი, ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ მცირე დროში შეიძენდა ტექნოლოგიურ უნარებს თითოეული ჩვენგანი, რომ ეს გამოწვევა მოიტანდა ახალ მიდგომებს, ახალ აქტივობებს, ახალ ინტერესებს გააჩენდა. სკოლაში არსებული ხშირად სტანდარტული დავალებები შემოქმედების ნიმუშებად იქცა, მოსწავლეს საშუალება მიეცა გაცნობოდა უამრავ რესურსს, რასაც ელექტრონულად აწვდიდა პედაგოგი, სახალისო დავალებებმა მათ ხელი შეუწყო თვითგამოხატვაში, ისინი წერდნენ ინტერვიუს, მიყავდათ რეპორტაჟები, აკეთებდნენ ვიდეომიმართვებს, წიგნის რეკლამებს, თითქოს ოთახში ჩაკეტილებმა იგრძნეს, რომ შეუზღუდავი ფიქრის უფლება, თავისუფლება მიიღეს საჩუქრად.

მასწავლებლებმა გადალახეს სივრცე, გადალახეს შიში, კარი გახსნეს და უშიშრად შევიდნენ მოსწავლეთა სახლებში. მუდამ სასურველი იყო მშობელთა დაახლოება სასკოლო პროცესებთან, ეს შეძლო ელექტრონულმა სწავლებამ. ჩვენ ვკითხულობდით, ვისმენდით მშობელთა აღფრთოვანებულ გამოხმაურებებს: „დიდი მადლობა უზარმაზარი შრომისთვის“, „თურმე არ გვცოდნია, რამდენს შრომობს მასწავლებელი“, „სამსახურიდან სწრაფად გავრბივარ სახლისკენ, რომ თქვენს გაკვეთილს მეც დავესწრო“, „აი, თურმე რა ხდება გაკვეთილზე, როგორი საინტერესოა ცოდნის შეძენის პროცესი, როგორ შლით თემებს“, „ჩვენი შვილები იმას აკეთებენ, რაზეც ჩვენ მხოლოდ გვიოცნებია“. ამ გამოხმაურებებმა აშკარა გახადა მასწავლებლის ამაგი, მშობელთა მადლიერება კი, დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა მათთვის.

ასე ჩაიარა სამმა თვემ, სიყვარულით, შრომით დაიძლია ახალი გამოწვევა, დაიძლია შიში, დრო, სივრცე, მაგრამ მაინც დარჩა მწვავე მონატრება მოსწავლეთა სხივებიან თვალებში ჩახედვისა, უხმოდ რომ შეგიძლია იგრძნო, მიხვდე, უპასუხო...

ჟიული შარტავას სახელობის
თბილისის N62 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის
მენტორი მასწავლებელი ლიზი ნიჟარაძე

წერილი გამოგზავნილია Etaloni.ge-ს სააზროვნო თემის - „დისტანციური სწავლება - გარდაუვალი მომავალი" ფარგლებში

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

ავარია ბოლო ზარზე - etaloni.ge დირექტორს ესაუბრა

საბავშო ბაღებში რეგისტრაცია ივლისში დაიწყება - დეტალები

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

საინტერესო

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება