TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სიახლეები, საინტერესო , იაზროვნე

Etaloni.ge-ს სააზროვნო თემა: დისტანციური სწავლება - გარდაუვალი მომავალი
30-05-2020
-
+


კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის პირობებში არც საქართველოს განათლების სისტემა აღმოჩნდა გამონაკლისი და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მთავრობამ საგანმანათლებლო დაწესებულებების დაკეტვისა და სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი მრავალმხრივ აღმოჩნდა გამოწვევა - სკოლებისთვის, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის. თავი იჩინა არაერთმა ინფრასტრუქტურულმა თუ ტექნიკურმა პრობლემამ და ადამიანურმა ფაქტორმა. მართალია სკოლებს შორის არათანაბარი ხარისხით, თუმცა დისტანციური სწავლების საშუალებით საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი მაინც შედგა და ამაში ლომის წვლილი სწორედ გულანთებულ მასწავლებლებს მიუძღვით, რისთვისაც Etaloni.ge-ს საშუალებითაც არაერთი დამსახურებული მადლობა მიიღეს. 

არავინ დავობს რომ დისტანციური სწავლება, გარკვეული ფორმით და ელემენტებით, სასწავლო პროცესის გარდაუვალი მომავალი იქნება. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია აღნიშნული თემის განხილვა არაერთ ჭრილში. Etaloni.ge აგრძელებს ჩვენ პლატფორმაში ჩართულ სკოლებთან ერთად სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს და სასწავლო წლის დასასრულს სწორედ დისტანციურ სწავლებაზე გვსურს თქვენთან ერთად მსჯელობა: თქვენი გამოცდილების, ნააზრევის და რჩევების მოსმენა. რადგან მიგვაჩნია მხოლოდ გაზიარებით იქნება შესაძლებელი საუკეთესო პრაქტიკების წინ წამოწევა და მეორე მხრივ - სირთულეების გადალახვა, რომელიც დაგვეთანხმებით უხვად შეხვდათ ამ პროცესში ჩართულ მხარეებს. 

საინტერესოა დისტანციური სწავლების ფონზე მოტივაციის და ONLINE შეფასების ხიბლი და მათი როლი სასწავლო პროცესში. როგორ ხერხდება ან უნდა მოხერხდეს მათი პრაქტიკაში გამოყენება, დახვეწა და ქართულ რეალობას მორგება. მითუმეტეს სამომავლო ჭრილში ...

მაშ ასე, Etaloni.ge-ს პლატფორმაში ჩართულ სკოლებს ვუთმობთ ონლაინ სივრცეს... 

ნააზრევი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: etaloniganatleba@etaloni.ge ხოლო თუ თქვენი სკოლა ჯერ კიდევ არ არის ჩართული Etaloni.ge-ს საგანმანათლებლო-შემეცნებით პლატფორმაში მაშინ დაგვიკავშირდით: 557 54 00 60 / 577 36 99 46

გთავაზობთ, გამოგზავნილ ნამუშევრებს: 

„ვირტუალურად გახსნილი კარი“- თბილისის N62 სკოლის მენტორი მასწავლებელი ლიზი ნიჟარაძე დისტანციური სწავლების შედეგებზე წერს

მარტყოფის N1 სკოლა დისტანციური სწავლების შესახებ წარმატებულ გამოცდილებას გვიზიარებს

პირველი მაისის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დისტანციურ სწავლებაში ჩართვასა და მის შედეგებზე გვიამბობს

„იქ, სადაც იხურება ერთი კარი, იღება მეორე“- ბათუმის N18 სკოლის პედაგოგი გუგული კუკულაძე დისტანციური სწავლა-სწავლების, სირთულეებსა და მიღწევებზე

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით მოსაზრებას გვიზიარებენ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება