სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტყოფის N1 სკოლა დისტანციური სწავლების შესახებ წარმატებულ გამოცდილებას გვიზიარებს
08-06-2020
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექცია დისტანციური სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის, სადაც აღნიშნულია, როდის და როგორ შეძლეს პედაგოგებმა ონლაინ სასწავლო პროცესზე გადასვლა და რამ შეუწყო ამ ყველაფერს ხელი.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლის გუნდმა, დისტანციური დროებითი სასწავლო პოლიტიკის სწრაფად შემუშავებით, მისი დაცვისადმი ერთიანი მიდგომის უზრუნველყოფით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და სტრუქტურული რგოლების გამართული დისტანციური კომუნიკაციის მართვით დაძლია თავდაპირველი სტრესი და გაურკვევლობები და 23 მარტიდან, დროებითი საგაკვეთილო განრიგით, თავდაპირველად, სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში, „ზუმისა“ და „ხანის“ აკადეემიის  ინსტრუმენტების გამოყენებით დაიწყო დისტანციური სასწავლო პროცესი, ხოლო 4 აპრილიდან, ახალ, „თიმსის“ საგანმანათლებლო პლატფორმაზე გადაინცვლა დაკორექტირებული, უკვე საბოლოოდ გამართული საგაკვეთილო ცხრილებითა და ტელესკოლის გაკვეთილების გათვალისწინებით.

დიახ, სირთულეები მრავლად იყო, ძირითადად, მასწავლებლებთან სისტემური კომუნიკაციის, მათთვის კათედრებისა და დამრიგებლების მიერ მიწოდებული სიახლეების მიღებისა და დავალებების პუნქტუალურად, ერთნაირი მიდგომით შესრულების მხრივ, რათა თითოეულ მოსწავლეს და მშობელს დროულად მიეღო სკოლის საქმიანობის ახალ რეჟიმზე გადასვლის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია.

ძალიან დაგვეხმარა საკომუნიკაციოდ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ თავდაპირველად შექმნილი მშობელთა  დახურული ჯგუფები, რამაც ხელი შეუწყო მშობელთა გამოკითხვას ოჯახების ინტერნეტთან წვდომისა და კომპიუტერული მოწყობილობების ფლობის დასადგენად და შემდგომში მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვების მოსაწოდებლად და პასუხების უწყვეტ რეჟიმში მისაღებად. 

ვფიქრობთ, სკოლის თავდაპირველმა გამართულმა და მობილიზებულმა დაგეგმვითმა სამუშაოებმა და მის განხორციელებაზე ყოველდღიურმა დისტანციურმა მონიტორინგმა დირექციის, კათედრების ხელმძღვანელებისა და დამრიგებლების შეთანხმებულმა მუშაობამ, „თიმსის“ პლატფორმაზე გამართული ტექნიკური მუშაობისთვის აუცილებელი ფუნქციონალური უნარების დაუფლებაზე სწრაფმა რეაგირებამ, მშობელთა ინფორმირების გამართულმა სისტემამ განაპირობა მაქსიმალურად სწრაფი ადაპტირება, დისტანციური პროცესებში ყველა მასწავლებლის ჩართულობა და სასწავლო პროცესის უკვე მშვიდი და თავდაჯერებული წარმართვა სკოლის მხრიდან. 

შემდგომში, უკვე დაიწყო ხარისხის გაუმჯობესებაზე ფიქრი, საქმიანობის დახვეწა, დისტანციური საკლასო პროექტების, შიდა სასკოლ კონკურსების გამოცხადება და უსაფრთხოების საპრევენციო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, ასევე, მოსწავლეების სამოტივაციო სამადლობელი ელექტრონული სიგელების, სერთიფიკატების, „თიმსის“ პრაისების აქტიური გამოყენება სკოლის მხრიდან, რაც ძალიან ახალისებთ და მოსწონთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ასევე, სკოლის ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ქვეყნდება მოსწავლეთა ნამუშევრები, მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული პოროექტები და სკოლის მხრიდან ნებისმიერი დამატებითი მუშაობის აღიარება, საჯარო მადლობის გადახდა გაწეული შრომისთვის, კიდევ უფრო ამაღლებს სასკოლო საზოგადოების მოტივაციას.

მადლობას გიხდით დისკუსიაში გამოწვევისთვის, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ სკოლას და ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დისტანციური სასწავლო პროცესების ღირსეულად დასრულებაში.

ნიმუშის სახით გაწვდით ჩვენი სკოლის მიერ გამოყენებული სამოტივაციო სიგელებისა და სერტიფიკატების ფოტოებს“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია Etaloni.ge-ს სააზროვნო თემის - „დისტანციური სწავლება - გარდაუვალი მომავალი" ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება