სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, იმედი არ დავკარგოთ და უკეთესის მოლოდინში ვიყოთ“ - სამი კლასის დამრიგებელი ია ზარიძე ნაქალაქარის საჯარო სკოლიდან
01-06-2020
-
+


წლების წინ, როდესაც პროფესია აირჩია, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ნაქალაქარის სკოლის პედაგოგი იქნებოდა. უბრალოდ, ძალიან უყვარდა ისტორია და როდესაც ბედმა რაიონში ჩაიყვანა საცხოვრებლად, საკუთარი ადგილი მაშინვე იპოვა და წლებია ია ზარიძე თიანეთის მუნიცპალიტეტის, სოფელ ნაქალაქარის საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის მე-6-დან მე-12 კლასების ჩათვლით.

უზომოდ უყვარს ბავშვები და მათში მხოლოდ დადებითს ხედავს. მიუხედავად იმისა, სამი სადამრიგებლო კლასი ჰყავს, საკუთარ მოვალეობასაც პირნათლად ასრულებს და დაკისრებულ სამმაგ პასუხისმგებლობსაც ღირსეულად უმკლავდება. ია ზარიძე „ეტალონს“ იმ გამოწვევებზეც ესაუბრება, რომლის წინაშეც ფორსმაჟორული სიტუაციის გამო აღმოჩნდნენ ნაქალაქარის მოსწავლე-მასწავლებლები, თუმცა იქვე დასძენს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების უდიდეს მხარდაჭერასაც გრძნობენ. „დიდ ყურადღებას ვგრძნობთ, ყველაფრს აკეთებენ მოსახლეობისთვის და ეს უდიდესი სტიმულია ჩვენთვის; ამის გამო მადლიერები ვართ“, - გაგვიმხილა ქალბატონმა იამ საუბრის დასაწყისში და ისიც გვითხრა, როგორ  წუხს, მთა რომ იცლება. 

- ქალბატონო ია, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი განათლების სისტემა აღმოჩნდა, ადვილად დაძლიეთ?

- ზოგადად, ძალიან რთულია ჩვენთვის არსებულ სიტუაციასთან შეგუება -  სკოლაში  არ დავდივართ, ბავშვებთან არ გვაქვს ურთიერთობა... მონატრება დიდია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოსწავლეებს მივაწოდოთ  სათანადო მასალები და არ ჩამორჩნენ პროგრამას.

- დისტანციურ სწავლებაში ხომ ხართ ჩართულები?

- საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენთან ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი არ არის და ამის გამო, გარკვეული ტექნიკური პრობლემები არსებობს, მაგრამ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვებთან, ტელეფონით, სოცქსელების საშუალებით... ყველაფერი კეთდება იმისთვის, მოსწავლეებმა სათანადო ცოდნა მიიღონ. სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გამო, პლატფორმები, რომლებიც განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა, სრულფასოვნად ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ, პედაგოგები კიდევ ვახერხებთ რაღაცას, ბავშვებს კი არც ხარისხიანი ინტერნეტი აქვთ და არც ტექნიკა იმისთვის, რომ ამ პროგრამებში სრულფასოვნად ჩაერთონ. .

- როგორც ვიცი, სამი სადამრიგებლო კლასი გყავთ...

- მეექვსედან მე-12 კლასების ჩათვლით, ისტორიას ვასწავლი, თუმცა იანვრიდან გეოგრაფიაც დამემატა... მყავს სამი სადამრიგებლო - მე-6, მე-7 და მე-11.

- შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გასამმაგებულია, არ მეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, რთულია, რადგან საქმე სხვადასხვა საფეხურს ეხება, თუმცა იმდენად კარგი ბავშვები გვყავს, მათთან მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებაა.



- არადა, ამბობენ, რთული თაობა მოდისო...

- ნამდვილად არაა ასე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ეს არ იგრძნობა.

- ქალბატონო ია, მასწავლებლობა სწორედ ბავშვების სიყვარულმა გადაგაწყვეტინათ?  

- ისტორია ძალიან მიყვარდა, თუმცა მასწავლებლობა გეგმაში არც მქონია. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ აქეთ დავოჯახდი და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.

- და მიხვით, რომ მხოლოდ მთებშია თავისუფლება?

- ვერ დაგეთანხმებით - ეს ყველაფერი პიროვნებიდან გამომდინარეა. რაც შეეხება ბავშვების სიყვარულს, იმისთვის, რომ სკოლაში პედაგოგად იმუშავო, უანგაროდ უნდა გიყვარდეს ბავშვები და საკუთარი საქმე.

- თქვენ ეს შეძელით?

-  თავიდან, როგორც გითხარით, არ მქონდა გეგმაში პედაგოგობა, მაგრამ ახლა, თავი სხვა პროფესიაში ვერც კი წარმომიდგენია. ამიტომ, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გავამხნევებ ჩემს ბავშვებს - ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, იმედი არ დავკარგოთ და უკეთესის მოლოდინში უნდა ვიყოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება