სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საინტერესო ჩანაწერს გვიზიარებს
04-05-2020
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საინტერესო ჩანაწერს გვთავაზობს. მასწავლებელი წლების წინ ბეჭდურ მედიაში მუშაობდა და საინტერესო სტატიებს აქვეყნებდა.

ანდრო

თქვენ თუ გიგრძვნიათ გულის მღლვარება, შიგნიდან რომ შფოთავს, ონავრობს, ცდილობს, კალაპოტიდან გარდმოსვლას, სამყაროს დაუფლებას, განვრცობას, განდიდებას, უზარმაზარი ტალღების, ცის გულამდე, აზნიქვას და მერე..

მერე...?

მოცელილივით მიწაზე დაცემას...

ვინ ხარ შენ?

მე ვარ ადამიანი ან უფრო სწორედ, ვიყავი ადამიანი, ახლა მოგონება, დარდი და ტკივილი მქვია..

რატომ?

აფრენა მეწადა, უცებ მომეძალა სურვილი ფრინველად ყოფნის, ფრთოსანივით ცის ბლანტ სივრცეში ნავარდი, ხოდა ამ აზრებით გაჯერებული, ავუყევი მაღლობს. ერთი, ორი, სამი..ვითვლი ჩემ მიერ განვლილ საათებს... რაღაცამ შემაჩერა..წამიერად მომეჩვენა, თითქოს იმედი დავინახე სიბნელეში..ის იმედი, შიშის თვალებით რომ მიმზერდა...

დაფიქრდი...? შენი საქციელი გაიაზრე?

არა, არა ...მე უნდა აღვასრულო ჩანაფიქრი...ხელს ნუ მიშლით......მაღალი სივრცის არეალიდან ვიმზირები...და აქ ფიქრი გარდამავალია, თავისუფლება სწადია სულს.

შეხედე რა სილამაზეა მთელი სამყარო ხელის გულივით ჩანს...მე ვარ ამ სამყაროს უზენაესი...მე განვაგებ ახლა ჩემს ცხოვრებას...ვინ შემიშლის ხელს...მიპასუხეთ ვინ?

დედა..

ვინ?

დედა?!

ხო დედა...

თითქოს გაყინულ სხეულში სანთელივით ჩამექცა სითბო...დედა ...ჩემო ძვირფასი სანატრელი დედა..მხოლოდ შენ გწადია გრძნობდე და გჯეროდეს შვილის უსიტყვოდ. კიდევ რამდენი ნიჭით ხართ დაჯილდოვებული დედები, ვინ მოსთვლის, ვინ ჩაუყვება ამ უკიდეგანო უწყვეტ ჯაჭვს.....ყოველი წუთი და წამი შენით არსებობდა...როგორ გატკენ გულს...რამხელა შეუხორცებელ ჭრილობას მოგაყენებ, ვინ იცის...!!

როგორი საბრალო ხარ დედა...როგორ მინდა გულში ჩაგიკრა და მოგიალერსო, ისე როგორც შენ მანუგეშებდი ბავშვობაში...როგორ აგიხსნა, რომ სულს მიღაფავს ეს ტკივილი, ვერ ვიცხოვრებ ასეთი განცდით.. ხომ შეამჩნიე ეს დარდი ჩემში....მაგრამ ბოლომდე ვერ მომიკალი ფრენის სურვილი...

დაბრუნდი შინ...დედა გელოდება....

მე რომ უკვე ავფრინდი ცაში....

„უკანასკნელი სხივი დაგვიანებით აღწევს ჩვენამდე“

ნინო დოხტურიშვილი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება