სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ახალი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ინერგება - პირველ ეტაპზე 5 სკოლა შეირჩევა
22-04-2020
-
+



საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება.

პროგრამა GLOBE ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე პროგრამის საპილოტედ განხორცილებისთვის 5-მდე სკოლა შეირჩევა, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 10 სკოლა გადამზადდება GLOBE-ში მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო მოდულებისა და ქართულ ენაზე თარგმნილი სასწავლო მასალების გამოყენება ნებისმიერ მსურველ მასწავლებელს შეეძლება. აღსანიშნავია ისიც, რომ GLOBE ფლობს ონლაინ სწავლების არაერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

პროგრამის ოფიციალური გახსნის მიზნით, 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და CENN - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ მოაწერეს. 


„სიმბოლურია, რომ დედამიწის საერთაშორისო დღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ორგანიზაციას ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის, NASA-სა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს. პროგრამა GLOBE ძალიან საინტერესო თემებს მოიცავს, რომელთა ცოდნა, ვფიქრობ, აუცილებელია ყველა განათლებული ადამიანისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ GLOBE-ის ონლაინ ინსტრუმენტები, საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა სკოლის დაფარვის შესაძლებლობას მოგვცემს. ონლაინ სწავლება კი მსოფლიო პანდემიის ფონზე განსაკუთრებულად აქტუალურია. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამა დიდი წარმატებით განხორციელდება“ - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 

ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - არად ბენკომ და პროგრამა GLOBE-ის საქართველოში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

პროგრამა GLOBE-ის ადმინისტრირება გლობალურ დონეზე NASA-ს მიერ ხორციელდება. საერთაშორისო ქსელი აერთიანებს სხვადასხვა სასკოლო საფეხურის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მეცნიერებს გლობალური გარემოს შესასწავლად. პროგრამა მოიცავს სწავლას, ეკოლოგიური კვლევებისა და დაკვირვების განხორციელებას და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ერთმანეთთან და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან. 

GLOBE-ის არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების წარმატებული საერთაშორისო პლატფორმის დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს: სამეცნიერო და სასწავლო პრაქტიკის ფართო შესაძლებლობების შექმნას საჯარო და კერძო სკოლებში; წარმატებული სკოლებისა და ადამიანების დაკავშირებას საერთაშორისო პროგრამებთან; ახალი აკადემიური ცოდნის შექმნასა და საინფორმაციო მასალების მომზადებას; მოსახლეობის ინფორმირებას გლობალური თუ ადგილობრივი გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება