სიახლეები
სიახლეები

ერთ ზოდიაქოს ნიშანს ურთულესი პერიოდი ეწყება, ერთს კი წარმატების შანსი გაუორმაგდება - „პანდემია საბოლოოდ 5 ივლისს დასრულდება“
21-04-2020
-
+


რეგულაციების შერბილება მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება, ეს პანდემია კი საბოლოოდ 5 ივლისს დასრულდება - ასეთია ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მიმდინარე კვირას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა - 23 აპრილს ახალმთვარეობა. მონეტა შეგიძლიათ დაანახოთ ახალ მთვარეს, თუმცა თავი შეიკავეთ ახალი საქმეებისგან. ხოლო 25 აპრილს პლანეტა პლუტონი 4 ოქტომბრამდე ხდება რეტროგრადული, ანუ უკან მოძრავი. ეს კი ნიშნავს, რომ ძველი აზრებისგან, ნივთებისგან, კონტაქტებისგან გათავისუფლების დროა.

და, ყველაზე მთავარი, კვირა დღეს ყველა არჩევანის წინაშე დავდგებით - ბოროტებას და სინათლეს შორის. ამიტომ ყურადღებით იყავით, თუ არჩევანის გაკეთება მოგიწიათ, შავი მხარისკენ არ გადაიხაროთ.

კვირის პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის ასეთია:

ვერძი: შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან, ამ კუთხით იყავით ფრთხილად. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ სხვების რჩევები. იმუნიტეტი მდგრადი გაქვთ, აქტიური, ენერგიული ხართ და კარგი ორგანიზატორული მონაცემები გაქვთ. შესაძლებლობები კარგი გაქვთ.

კურო: თქვენი იმუნიტეტი მატულობს, დაავადების შანსი კი იკლებს. ხასიათზე მოხვალთ და ყოველივე კარგი ტენდენციები იმატებს. თუმცა ჯიუტი ხართ, ავტორიტეტის მიღება არ გინდათ. მოუსმინეთ სხვებსაც.

ტყუპები: ურთულესი პერიოდი გეწყებათ. ინფექციური დაავადებების რისკი იმატებს, შორს იყავით ხალხისგან. ხასიათცვალებადი ხდებით და დაძაბულობის ტენდენციაა პარტნიორულ ურთიერთობებში. ამასთან, ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ, შეიძლება შეცდომა დაუშვათ არასწორი ინფორმაციის მიღებით. მშვიდად  გაიარეთ ეს პერიოდი.

კირჩხიბი: თქვენი ენერგოტონუსი იწყებს მომატებას, ხასიათიც გიუმჯობესდებათ. კარგი პერიოდი იწყება, ახალი გეგმები შეიძლება დასახოთ. თქვენი დროა.

ლომი: უფრო ობიექტური იქნები და გაერკვევით თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში. პროფესიული კუთხით წარამატების შანსი გაქვთ, დაუახლოვდით ხელმძღვანელებს. მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან ჭორების აგორების ტენდენცია გაქვთ, ამიტომ ყურადღებით იყავით ეს არ გახდეს ხელისშემშლელი თქვენთვის.

ქალწული: გაიხარებთ, თქვენი ენერგოტონუსი მატულობს და შრომისუნარიანობა გემატებათ. შეიძლება ძველი ვალებიც კი დაიბრუნოთ. ფინანსურად გაძლიერდებით და წარმატების ფაქტორიც მოიმატებს. შემდეგი კვირიდან კი წარმატების შანსი გაგიორმაგდებათ.

სასწორი: ყურადღებით უნდა იყოთ. პარტნიორების მხრიდან პრობლემები გექნებათ, მათმა არასწორმა ქმედებამ შეიძლება შეცდომის წინაშე დაგაყენოთ. შეიძლება ძველმა ვალდებულებებმაც იჩინონ თავი. მუშაობის მშვიდ რიტმზე გადადით, შეიძლება ოჯახსა და სამსახურში დაგეძაბოთ ურთიერთობა. დაძაბული და კომფლიქტური პერიოდია თქვენთვის.

მორიელი: გამოცოცხლდებით, განწყობა აგიმაღლდებათ. ინტუიცია გემატებათ და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შანსები მაღალი გექნებათ. ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან ფინანსურ თანადგომასაც იგრძნობთ. ეს კი დიდი წინსვლის საშუალებას მოგცემთ.

მშვილდოსანი: პროფესიული წინსვლის კუთხით წარმატებული პერიოდია,  ორგანიზატორული ნიჭის გამოვნელის შესაძლებლობაც გაქვთ. პროტექციას გაუწევთ და თქვენც გაგიწევენ. გავლენიან პირებსაც იპოვით. თუმცა 22-24 აპრილის შუალედში შეიძლება ფინანსური სირთულეების წინაშე დადგეთ.

თხის რქა: ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, შანსები პოზიტიურია ყველა მხრი. შეიძლება ისეთ გუნდი შეკრათ, რომელიც შემდეგში გეგმებს განახორციელებს და დივიდენდებს მოიტანს.

მერწყული: საოჯახო ურთიერთობების სტაბილურობა გექნებათ. ოჯახის წევრების რჩევებით და თანადგომით სირთულეებს დაძლევთ. 24 აპრილის ჩათვლით გაქვთ გარე პრობლემები.

თევზები: კარგი პერიოდი გაქვთ, კოსმოსი გიცავთ. ეს კვირა და შემდეგი ერთი თვე კარგი გაქვთ. ეს პერიოდი არ დაკარგოთ. ყველა კუთხით წარმატების შანსი გაქვთ და გამოიყენეთ. თქვენი ქარიზმით შეიძლება მოიზიდოთ ადამიანები. იაქტიურეთ.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ 

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის ერთი იქნება... სამომავლოდ რეგულაცია უფროსკლასელებსაც შეეხება - თამარ მახარაშვილი 

„პირველკლასელები უბნების მიხედვით დარეგისტრირდებიან... ვიწყებთ დიდი ქალაქებით“ - თამარ მახარაშვილი ცვლილებებზე საუბრობს

სპეცმასწავლებლების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - ვინ ეხება ვადები

სამინისტრო მოსწავლეებს ახალ პროგრამას შესთავაზებს - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში და როდიდან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება