სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რისი შეცვლის უფლება აღარ ექნება აბიტურიენტს 30 აპრილის შემდეგ საგამოცდო ბარათში? - რეგისტრაციის მეორე ეტაპების ვადები
22-04-2020
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს დარეგისტრირება 30 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება.

პირველ ეტაპზე აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში (ინტერნეტით) გაივლიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებ-გვერდზე 30 აპრილის 18:00 საათამდე. ამ პერიოდში აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები.

30 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. ამასთანავე, მათ აღარ ექნებათ უფლება შეცვლოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).

რაც შეეხება აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ის  2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აპლიკანტებს შეეძლებათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა. მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა მათემატიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება. 

7 მაისის შემდეგ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

გაითვალისწინეთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამის დამატებას ვერ შეძლებთ, თუ არ გექნებათ არჩეული ამ პროგრამისათვის შესაბამისი საგამოცდო საგანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყურადღებით აირჩიეთ ჩასაბარებელი საგნები 7 მაისამდე.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის სარეგისტაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შევსებული მონაცემები (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები), რომელთა ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელი იქნება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება