სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - ქრისტე აღდგა!
18-04-2020
-
+


მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. 

ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14:50 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

მას შემდეგ რაც წმინდა ცეცხლი გადმოდის, პატრიარქი ანთებს კანდელს, საფლავის კარებს აღებენ, პატრიარქი ლოცავს იქ დამსწრე ქრისტიანებს და ურიგებს წმინდა ცეცხლეს. 

საქართველოდან ჩასული მომლოცველები წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს, ღამით ჩამოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ტაძრებში გავრცელდება.

მოციქულთა და „წმინდა მამათა“ გადმოცემის თანახმად, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ამავე წყაროების მიხედვით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

იხილეთ ასევე: იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალი მომლოცველების გარეშე ტარდება - იხილეთ ფოტოები აღდგომის ტაძრიდან

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება