სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როგორ ვუშველოთ მთას?!“ - გაეცანით საჩინოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლის თეკლე ფიფიას სტატიას
16-04-2020
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ეკოკლუბის ლიდერმა თეკლე ფიფიამ სტატია - „როგორ ვუშველოთ მთას?!“ მოამზადა. 

მოსწავლის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:


„რამდენიმე ათწლეულია, საქართველოში მწვავედ დგას მთიდან ბარში მასობრივი მიგრაციის საკითხი. ცარიელდება მთის ულამაზესი სოფლები და დავიწყებას ეძლევა იქ განვითარებული უძველესი დარგები. არ შეიძლება ნებისმიერ სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანს, თავში არ უტრიალებდეს კითხვა: როგორ ვუშველოთ მთას?! არც მე ვარ გამონაკლისი და ამ სტატიაში შევეცდები, კითხვის პასუხი ჩემეული ხედვით წარმოგიდგინოთ.

ჩემი დედულეთი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი, მთიანი კუთხეა, განთქმული, როგორც ლამაზი ბუნებით ისე მდიდარი ეთნოგრაფიული წარსულით, გოროზი მთებით და ამ მთების სტუმართმოყვარე ვაჟკაცური ბუნების ხალხით, რომელთაც სწორედ მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა ჩამოუყალიბა , შეუპოვარი ხასიათი.

ათიოდე წლის წინ, როდესაც დედაჩემის სოფელს ვსტუმრობდი, სოფლის დასაწყისიდან სოფლის ბოლომდე, თანატოლების მისალმებას ვერ ავუდიოდი, საღამოობით კი დედაჩემის სანახავად მოსული მეზობლების ტევა არ იყო ეზოში. დღეს კი ... დღეს რა ხდება? მოსულ სტუმარს იშვიათად თუ შეამჩნევს აქა იქ შემორჩენილი მკვიდრი. არც თანატოლები მეგებებიან და არც დედაჩემის მომკითხველების მუსაიფი არღვევს სიჩუმეს, შებინდებისას.

შესავალში ერთ კონკრეტულ სოფელზე მოგიყევით, ამ კუთხიდან რომელსაც სვანეთი ჰქვია, 1987 წლიდან დღემდე მოსახლეობის მზარდი გადინებაა , რომლის მიზეზიც ადამიანის მიერ უხეში ჩარევით გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმებია, მეწყერი იქნება ეს თუ ზვავი.

ბოლო ათწლეულები სვანეთს თითქოს გამოცოცხლება დაეტყო, რისი მიზეზიც ტურიზმის განვითარება გახდა, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ეპიდემიურმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მხოლოდ ტურიზმი ვერას არგებს მთიელს (არა მარტო) და ვერ იქნება მდგრადი ეკონომიკის საფუძველი, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს შენელდეს ცხოვრების რიტმი და რაიმე სხვა გზა უნდა იქნეს ნაპოვნი მთის საშველად.                                      

მე როგორც კუთხის ბადიში დავინტერესებულვარ და მომიძიებია ინფორმაცია აქ გავრცელებული სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის დარგების შესახებ. ოდითგანვე განვითარებული ყოფილა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის მოშენება, მეფუტკრეობა, მიწათმოქმედება. ხელოსნობის დარგებიდან: მედურგლეობა, კირითხურობა, მჭედლობა, ოქროს მოპოვება, ხე-ტყის დამუშავება (თუმცა ამ უკანასკნელის განვითარების ქომაგი არ ვარ რადგან სწორედ ხე - ტყის უნებართვოდ, დიდი რაოდენობით ჭრამ სავალალო შედეგები მოუტანა სვანეთს). სვანი დიასახლისები ოდითგანვე განთქმული იყვნენ ხელსაქმით: აქ ადგილზე დამუშავებული მატყლისგან ირთვებოდა ნატურალური შალის ძაფი საქსოვად, ითელებოდა თექა სვანური ქუდისა (რომელიც არა მარტო კუთხურ არამედ რელიგიურ დატვირთვასაც ატარებდა - მასზე მაქმანებით გამოსახული ჯვრით) და ნაბდებისათვის, იქსოვებოდა ფარდაგები და ხალიჩები. ეს ყველაფერი არ არის. გარდა ხე-ტყისა სვანეთში არის მდიდარი ბუნებრივი წიაღისეული რასაც შეუძლია კუთხის და არა მარტო ამ კუთხის აღორძინება. მაგალითად : სოფელ დიზში არის მარმარილოს საბადო, რომელიც სამოცდაათიანი წლებიდან არავის მოუკითხავს, არადა ვფიქრობ მისი დამუშავება და ექსპორტი, ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების დასაქმებას, ასევე მოიტანს ფინანსურ სარგებელს. გარდა ამისა, სვანეთი მდიდარია ბუნებრივად გაზირებული სამკურნალო მინერალური წყლებით, რომლის ექსპლოტაციაზეც, ამდენ ხანს არავის უფიქრია. მდინარეების სიუხვე კი საშუალებას იძლევა შედარებით უსაფრთხო მიკროჰესების აშენებისა რათა მივიღოთ ელექტროენერგია ეკოლოგიური ზიანის გარეშე.

ვფიქრობ, ისეთი კუთხისთვის როგორიც სვანეთია ჩამოთვლილი დარგების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორების მიერ ამ დარგების ასაღორძინებლად ჩადებული კაპიტალი საკმარისზე მეტი იქნება მოსახლეობის მიგრაციის სრულად შესაწყვეტად თუ არა შესამცირებლად მაინც. ადგილობრივები ხომ რთული პირობების, უსახსრობის და უმუშევრობის გამო მიილტვიან უკეთესი საცხოვრისისკენ, თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მთელი დარჩენილი ცხოვრებას სინანულსა და საკუთარი მშობლიური კუთხის მონატრებაში ატარებენ .მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, სკოლის მოსწავლე ,მთის გულშემატკივარი, ვფიქრობ დროა ერი და ბერი დაირაზმოს მთის საშველად, ვუშველოთ სვანეთის დაცარიელებულ სოფლებს და ზოგადად ვუშველოთ მთას!“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

ახალი პროგრამა, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლიდან დაინერგება - დეტალები 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება