სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
10-04-2020
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. როგორც სკოლის მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები და მათი მშობლები აქტიურად ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში.

„გვინდა, მოკლედ მოგახსენოთ იმის შესახებ, თუ როგორ მოახრხა ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ტურცხის საჯარო სკოლამ ამ ახალ, უჩვეულო და სრულიად ახალ გარემოში ორიენტირება  და როგორ ვატარებთ დისტანციურ გაკვეთილებს.

დისტანციურ სწვლებაზე 22 მარტიდან გადავედით, როდესაც უკვე ცნობილი იყო, რომ სკოლაში სწავლის დაწყება არ იგეგმებოდა და 21 აპრილამდე გამოცხადებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა. 19-20 აპრილს შევქმენით საკლასო ჯგუფები ფეისბუქზე და მესენჯერში. შევადგინეთ ახალი გაკვეთილების ცხრილი და საათობრივი ბადე, რომელიც ელექტრონულად გადაეცა ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს.

გაკვეთილებს ვატარებთ ონლაინ ვიდეოზარების და დავალებების ელექტრნული სახით მიწოდების საშუალებით. უკვე ერთი კვირაა, რაც ასევე დავრეგისტრირდით  https://edu.feedc.com/-ზე. ედუზე ვახორციელებთ გაკვეთილის ჩაწერას და დავალებების მიცემას, ხოლო ონლაინ რეჟიმში ჩართვას ისევ მესენჯერით ვაგრძელებთ.

გაკვეთილები 20-25 წუთიანია, ვახერხებთ გაკვეთილის გამოკითხვას, ახსნას და დავალების მიცემას. ვფიქრობ, ეს ის მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც შევძელით არსებული რესურსით. სხვათაშორის, მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვები ძალიან დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ასეთ საგაკვეთილო პროცესში. სიმართლე რომ ვთქვა, არ მეგონა ასე 100% თუ იქნებოდა დასწრების სურვილი. ის მოსწავლეებიც კი, რომლებიც სკოლას ხშირად აცდენდნენ და არც ისე აინტერესებდათ გაკვეთილზე ჯდომა, ერთვებიან ონლაინ ვიდეოჩართვაში და ცდილობენ, მაქსიმალურად დაიხარჯონ.

პირადად მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს, რომლებიც ასეთი გაგებით მოეკიდნენ არსებულ პრობლემას და სრული სერიოზულობით შეგვიწყვეს ხელი, რათა არცერთი მოსწავლე არ დარჩენილყო ამ გაკვეთილების მიღმა, ასევე უღრმესი მადლობა ჩემს პედაგოგებს, რომლებიც არ ირუშერებენ არც დროს და არც ენერგიას და ვხედავ, როგორ ცდილობენ მაქსიმალურად მართონ სასწავლო პროცესი ასეთ რეჟიმში და მიაწოდონ მოსწავლეებს ის საჭირო და აუცილებელი ცოდნა მაინც, რაც არ შეაფერხებს მათ წინსვლას სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამის დაძლევაში“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება