სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კორონავირუსი გამოჯანმრთელებული პაციენტებისგანაც შეიძლება გადაგედოთ - რა დაასკვნეს მეცნიერებმა ახალი კვლევით?
10-04-2020
-
+


ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსისგან​ გამოჯანმრთელებული ადამიანების მონაწილეობით კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ მათ ვირუსის გავრცელება SARS-Cov-2-ზე ტესტის უარყოფითი შედეგის მიღების დროსაც შეუძლიათ. ასეთ პაციენტებს უკვე არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ პირ-ხახიდან აღებული ნიმუშებზე ვირუსის ნაწილაკები ნარჩუნდება. ამის შესახებ ამერიკული თორაკალური საზოგადოების საიტზეა ნათქვამი.

მეცნიერებმა 16 ასეთი პაციენტი გამოიკვლიეს, რომლთაც გამოწერამდე  SARS-Cov-2-ის არსებობაზე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით სულ მინიმუმ ორი ტესტი ჩაუტარეს. თითოეულმა მათგანმა COVID-19 -ის მარტივი ფორმა გადაიტანა, მათმა საშუალო ასაკმა 35 წელი შეადგინა.

მკვლევარებმა გამოწერიდან ერთი კვირის მანძილზე პირ-ხახიდან სხვადასხვა დღეს აღებული ნიმუშები გაანალიზეს, როგორც გაირკვა, გამოჯანმრთელებული პაციენტების ნახევარი აგრძელებდა ვირუსის გამოყოფას ყველა სიმპტომის ალაგების შემდეგაც.

როგორც აღმოჩნდა პაციენტები გადამდებნი ერთიდან რვა დღემდე რჩებიან.

„ვინც უფრო რთულად გადაიტანა COVID-19 შესაძლოა იყვნენ გადამდებნი გარშემომყოფთათვის უფრო ხანგრძლივი დროით“,- ხაზგასმით აღნიშნეს ავტორებმა.

მეცნიერებმა სამედიცინო საზოგადოებას და მთავრობას თხოვნით მიმართეს, რომ პაციენტების იზოლაცია გამოჯანმრთელებიდან კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივონ.

„თვითიზოლაცია, როგოც დღეისთვის ერთადერთი ეფექტური საპროფილაქტიკო ღონისძიება სხვა ადამიანების ინფიცირების რისკების შემცირების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნეს მკვლევარებმა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება