| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა TEAMS-ის პროგრამის შესაძლებლობები განიხილეს, ელექტრონული სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და განათლების ისეთ ფორმებზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ Microsoft office-ის ლიცენზირების სრული პაკეტი 2019 წელს შეიძინა, მათ შორისაა პროგრამა Teams-ი, რომლის დანერგვაც სკოლებში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გააგრძელებს უფასო რესურსების განთავსებას პორტალზე www.el.ge.
სამინისტროს ინფორმაციით, "აქტიურად აგრძელებენ მუშაობას საგანმანათლებლო და აკადემიურ გეგმაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლებს, მოახდინონ საკუთარი სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები მიღწეული იყოს".
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ