სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი სკოლა
20-06-2021
-
+


უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, ბევრ სკოლას დიზაინიც გამოარჩევს. ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ისეა მოწყობილი, რომ მოსწავლეებს შინ წასვლის სურვილი უქრებათ. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სკოლების ხუთეული ასეთია:

სკოლა მომავალი ჟურნალისტებისთვის - კოპენჰაგენი, დანია

სკოლა, რომლის შენობაც 2007 წელს სკანდინავიის ყველაზე ლამაზ ნაგებობად აღიარეს, სპეციალურად იმ მოსწავლეებისთვისაა, რომლებსაც მედია, კომუნიკაციები და კულტურა აინტერესებთ. შენობის დიზაინი დანიურ კომპანიას 3XN Architecs ეკუთვნის, რომელიც თავისი ფუტურისტული პროექტებით მთელს მსოფლიოშია ცნობილი. შენობაში არის ღია, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი მოედნები და ყველაფერი, რაც კომფორტულად სწავლისთვისაა საჭირო. 



მარსელ სემბატის სკოლა - სუსტი ჯანმრთელობის მქონე მოსწავლეებისთვის - საფრანგეთი

სუფთა ჰაერი, მსუბუქი კლიმატი - აქ ყველა მოსწავლეს გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება თავისთავად უმუშავდება. სკოლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, ის მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, სახურავზე კი უწყვეტი გაზონია.



მწვანე სკოლა - ბალი ინდონეზია

ამ "ბამბუკის სახლში" გარე კედლები პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო სტუდენტები ყოველთვის ბუნების შუაგულში არიან. სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მუსიკას, შემოქმედებითობას და გარემოსთან ურთიერთობას. შენობის მსგავსად სკოლის ავეჯიც ძირითადად ბამბუკისგანაა დამზადებული. სკოლაში არის მინი ზოოპარკი, სადაც ცხოველებზე მოსწავლეები ზრუნავენ.





სკოლა მილიონერი ბიჭებისთვის - მონტაგოლი, შვეიცარია

ელიტური სკოლა მხოლოდ ბიჭებისთვის ბრიტანული საგანმანათლებლო ჯგუფის ნაწილია, რომელიც, ასევე, ფლობს სკოლას გოგონებისთვის. სკოლის შენობა შვეიცარიის მაღალმთიანი სოფლებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტილითაა აშენებული და მილიონერის სასტუმროს ჰგავს.

სკოლა პატარა გენიოსებისთვის​ - შვედეთი, სტოკჰოლმი

სკოლის უზარმაზარი სივრცე - თითქმის 2000 კვადრატული მეტრი - ლეგოს პარკს წააგავს. ფერადი ბლოკები, უჩვეულო ფორმის ავეჯი, ზონების არასტანდარტული განლაგება, დასვენებისთვის და მრავალფუნქციური გამოყენებისთვის საჭირო საგნები - ეს ყველაფერი არა მხოლოდ შვედეთში არსებული "მომავლის სკოლების" მთელი სერიების ნიშანია, არამედ ის საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეიმუშაონ სივრცითი აზროვნება და უფრო მეტად გახადონ სწავლის პროცესი პროდუქტიული. აქ განათლება გულისხმობს მოსწავლეების გადანაწილებას რამდენიმე ტიპის პროგრამაში, ინდივიდუალური მახასიათებლებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით. გარდა ამისა, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფორმაციული ტექნოლოგიებს.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება