სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ამირან გამყრელიძე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს მიმართავს - რა მეთოდს უნდა მიმართონ დაწესებულებებმა?
01-03-2020
-
+


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, კორონავირუსთან დაკავშირებით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს ონლაინ რეჟიმში გადასვლას ურჩევს. 

გარდა ამისა, გამყრელიძემ მოსახლეობას, თავშეყრის ადგილებისგან თავშეკავებაც ურჩია:

„ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის გუშინ გავრცელებული რეკომენდაცია, რომ მოხდა დისტანცირების მეთოდების შემოღება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეწყდა დროებით სწავლა. ეს მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ჰიგიენურად კარგად დამუშავდება. საზოგადოებრივი ადგილების სერიოზული ჰიგიენური დამუშავება მიმდინარეობს, რაც ინფექციის შემდგომი განვითარების პრევენციას მოახდენს. 

ამავე დროს განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს მინდა ვთხოვო, გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რაც ჩინეთს და რამდენიმე დიდ ქვეყანას აქვს.  როდესაც სწავლებისა და დიდი თავშეყრის, კონფერენციების ორგანიზება გადადის ვირტუალურ, ონლაინ რეჟიმში. შესაძლებელია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს მეთოდები, რადგან მაღალი ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია, განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში, სადაც ეს შესაძლებელია, ბავშვებთან კომუნიკაცია გვქონდეს, ონლაინ რეჟიმში. ამასთან, ვერიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, არ არის აუცილებელი დიდი კონფერენციების, კონგრესების ორგანიზება. ვეცადოთ ნაკლები იყოს მასობრივი თავშეყრა ადამიანების, სადაც შეიძლება შემთხვევით მოხვედრილმა ინფიცირებულმა ადამიანმა გაავრცელოს ინფექცია“, - განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება