სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მებაღეობის შესწავლა დაიწყეს
12-02-2020
-
+


გასული წლის ოქტომბერში მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორგანიზაცია „ქალთა ოთახის“  ოფისში მემორანდუმი გააფორმეს დეკორატიული მცენარეებისა და ტყის ენდემური სახეობების მწარმოებელ ასოციაციასთან.

იანვარში ასოციაციის წარმომადგენლები მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვით კლუბს ესტუმრნენ. მემორანდუმის თანახმად, ასოციაციამ აიღო ვალდებულება, რომ ეკოკლუბის წარმომადგენლებს შეასწავლიდა მებაღეობას. გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა თემის წარმომადგენლებიც და დამეგობრებული კასუმლოს საჯარო სკოლაც მიიწვიეს შეხვედრაზე. მებაღეობის შესწავლის სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სწავლა პირველ თებერვალს დაიწყო და ივნისის თვეში  დამთავრდება. მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები ისწავლიან მცენარეების დათესვას, დარგვას, მოვლას, შეკრეჭას, დეკორაციების გაკეთებას, სასუქების გამოყენებას, მორწყვას და სხვა.

სწავლების პერიოდში დაგეგმილია ექსკურსიები თბილისის სკვერებში, პარკებსა და ბოტანიკურ ბაღში.

მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას და თითოეულ მეცადინეობას დაეთმობა ხუთი საათი.

ასოციაციის წარმომადგენელთა თქმით, სწავლება იქნება სახალისო, საინტერესო აქტივობებით დატვირთული და ამავე დროს, შემეცნებითი.

ეკოკლუბელები, თავის მხრივ, ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაახვედრებენ მყურდო, სუფთა და კომფორტულ გარემოს ტრენინგის ჩასატარებლად.

მიღებული ცოდნა მსმენელებს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ბიზნეს იდეები, გაზარდონ შემოსავლები და ხელი შეუწყონ სკოლის, სოფლისა და თითოეული ოჯახის ეკონომიკური სიძლიერის გაზრდას.

აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების 1-ლი(არა სიღარიბეს), მე-2 (არა შიმშილს) , მე-8 (ღირსეული სამუშაო ეკონომიკური ზრდა), მე-15 (დედამიწის ეკოსისტემები) და მე-17 (თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის) მიზანს.

აქტივობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ხორციელდება.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება