სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „კიბერბულინგი“ განახორციელეს
17-01-2020
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ცოდნისკარის საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა, ხათუნი ასანიძემ და სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებლები: იამზე კურტანიძე და მანანა ლაბუჩიძე) პროექტი „კიბერბულინგი“ განახორციელეს და ინტერნეტის გამოყენების შესახებ კვლევა ჩაატარეს.

როგორ ავამაღლოთ ცნობიერება თემში, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი უსაფრთხოდ, როგორ დავიცვათ თავი, რა უნდა ვიცოდეთ პირადი ინფორმაციის გავრცელების შესახებ, როგორ ავიცილოთ ,,კიბერბულინგი“, სკოლაში და თემში - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც ცნობიერების ამაღლებას პროექტი ისახავდა მიზნად.

მოსწავლეებმა დაარიგეს ბროშურები - „როგორ ავიცილოთ ,,კიბერბულინგი“ და არ გავხდეთ უნებურად „კიბერდამნაშავე“.

პროექტის განხორციელების პროცესში მათ მოიძიეს ინფორმაცია თემაზე - „მოზარდი და ინტერნეტ უსაფრთხოება, ბულინგის სახეები“ და წარმოადგინეს პრეზენტაცია.

ასევე პრეზენტაცია ჩატარებული კვლევის შედეგებზე წარუდგინეს სკოლის პედაგოგებს და მოწვეულ მშობელთა კომიტეტს.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა შეიმუშავეს კიბერუსაფრთხოების წესები - „ერთად ვიხმაუროთ კიბერბულინგის წინააღმდეგ“.

იხილეთ ფოტოები, პრეზენტაცია და კვლევის შედეგები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება