სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის თეატრალურ დასს დირექციამ ბაკურიანში ექსკურსია მოუწყო
15-01-2020
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის თეატრალური დასი - „ოტიაური“ წარმომადგენლები  ბაკურიანში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ეს საჩუქარი მათ დირექციისგან მიიღეს თეატრალური დასის ხელმძღვანელისა და სპექტაკლის წევრთა მაღალი საშემსრულებლო დონის გამო.

„2019 წელს უამრავი საინტერესო აქტივობა განხორციელდა ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში. სწორედ გასულ წელს, დირექციის ინიციატივით დაფუძნდა თეატრალური დასი „ოტიაური“ (ხელმძღვანელი რეჟისორი ამირან პატარიძე), რომელმაც ოტია იოსელიანის პიესით  „გასროლა კაჟიანი თოფით“ მონაწილეობა მიიღო სასკოლო თეატრალურ ფესტივალში.

თეატრალური დასის ხელმძღვანელისა და სპექტაკლის წევრთა მაღალი საშემსრულებლო დონე და პასუხისმგებლობა სკოლის დირექციამ უყურადღებოდ არ დატოვა და ერთდღიანი ექსკურსიით დააჯილდოვა ბაკურიანში.

დასის წევრებმა აღნიშნული სპექტაკლიდან ნაწყვეტები წარმოუდგინეს სასტუმრო „რიწას“ დამსვენებლებს, რომელთაც მხურვალე აპლოდისმენტები არ დაიშურეს ჩვენი ნორჩი მსახიობებისადმი. მოსწავლეები წარმოდგენის შემდეგ სათხილამურო სპორტით დაკავდნენ.

ეს შთამბეჭდავი დღე, ვფიქრობთ, არასოდეს დაავიწყდება ჩვენ თეატრმოყვარულთ“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება