სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აფრიკელი გოგონა, რომელიც წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სწავლობს
12-01-2020
-
+


კორძაძე ლიზი მე-6 კლასის მოსწავლეა, მას პატარა ძმა ჰყავს - ემანუელი, რომელიც მე-2 კლასშია. ფერადკანიანი მოსწავლეები წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სწავლობენ.

რამდენიმე წლის წინ ლიზი კერძო სკოლაში დადიოდა, სადაც განსხვავებული კანის ფერის გამო ხშირად თანატოლები გულს სტკენდნენ. ლიზის და ემანუელის მამა აფრიკელი იყო, ბავშვებიც იქ ცხოვრობდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგ კი დედასთან ერთად წყალტუბოში გადავიდნენ საცხოვრებლად.

მოსწავლეების დედა - ფატი კორძაძე წყალტუბოს N1 სკოლაში სწავლობდა, ახლა კი ამავე სკოლაში მისი შვილები სწავლობენ.

„ეტალონს“ ლიზი კორძაძის შესახებ დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე გაესაუბრა:

„დედამისი ჩემი ყოფილი მოსწავლე იყო. ლიზი ახლა ძალიან გახარებულია. ის სწავლობდა კერძო სკოლაში და  მიმღებლობა არ ჰქონდათ ფერადი კანის გამო. უკვე მესამე წელია ლიზი ჩვენს სკოლაშია და ბედნიერია, ძალიან მოსწონს გარემო.

მოსწავლეები და პედაგოგები მას ძალიან კარგად შეხვდნენ. მახსოვს, 15 სექტემბერს სწავლა რომ დაიწყო, დიდი ღონისძიება გვქონდა. კარი რომ გაიღო და ლიზი შემოდიოდა მივხვდი, რომ მე უნდა დავხვედროდი შესაფერისად, რათა ბავშვებს მიმღებლობა ჰქონოდათ. სანამ ღონისძიება დაიწყებოდა გავედი, შევეგებე და ჩავეხუტე. ეს იყო ჩემი მხრიდან ნაბიჯი, მაგალითი უნდა ვყოფილიყავი ამ ბავშვისთვის“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება