სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ განხორციელდა
30-12-2019
-
+


ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტი სახელწოდებით „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მე-6 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ ია კინწურაშვილთან ერთად, ბაროკოს და როკოკოს ეპოქები გააცოცხლეს, ამ ეპოქების ისტორიაზე საინტერესოდ ისაუბრეს, სლაიდები წარმოადგინეს, სადაც ნაჩვენები იყო არქიტექტურული ნიმუშები და ფრაგმენტები ფილმიდან „დარტანიანი და სამი მუშკეტერი“. 

მისივე თქმით, პროექტი საინტერესო, შემეცნებითი, სახალისო იყო.

„ფილმის გმირები გააცოცხლეს „პატარა მუშკეტერებმა", თავიანთი ხელით შექმნილი ხმლებით „იფარიკავეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბაროკოს და როკოკოს მოდის თავისებურებზე, წარმოადგინეს ამ ეპოქების შესაბამისი ტანისამოსი, სხვადასხვა აქსესუარები, ჟილეტები, ქოლგები, ხელსამოსი, პატარა ხელჩანთები, ვეირები, პარიკები, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ჭურჭელი. მოაწყვეს სამოსის ჩვენება, პროექტის კულმინაცია იყო სამეჯლისო ცეკვა.

მადლობას ვუხდით: ხონის კულტურის ცენტრს გაწეული დახმარებისათვის, ქორეოგრაფებს დავით ღაღანიძეს და ელენე დვალიშვილს, მშობლებს თანადგომისათვის, ყველა მონაწილე ბავშვს, განსაკუთრებით ჯემალ ციცხვაიას და დიმა ფუტკარაძეს, რომლებმაც თავიანთი ხელით დაამზადეს პროექტისათვის საჭირო აქსესუარები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება